რამოსი : „რაულს ყველა მოუთმენლად ელის“
სერხიო რამოსის განცხადებით, ისევე როგორც გულშემატკივრები, ასევე მთელი სამეფო კლუბი მოუთმენლად ელის რაულ გონსალეს ბლანკოს დაბრუნებას სანტიაგო ბერნაბეუზე...
„ეს იქნება მატჩი სადაც ყველა ბედნიერებას გამოხატავს, დარწმუნებული ვარ და ეჭვი არ მეპარება, რომ ბერნაბეუ 90 წუთის მანძილზე შეძახილების სასახლის ფუნქციას იკისრებს. წარმომიდგენია სკანდირება „რაულ გონსალეს“, ეს იქნება დიდი დღესასწაული ესპანეთის დედაქალაქში.“
„მე და გონსალესი დიდი ხნის მეგობრები ვართ, მისი გუნდიდან წასვლა დღემდე ვერ მომინელებია, ეს ჩემთვის დიდი დარტყმა იყო, ახლა კი მაქვს შანსი, რომ რაული კვლავ ვნახო სამეფო კლუბის მაისურში, ეს ისტორიული და დაძაბული დღე იქნება.“
„ბერნაბეუ და მადრიდი გონსალეს ბლანკოს დასახვედრად განსაკუთრებით ემზადება, თითქმის ყველაფერი მომზადდა ლეგენდის მისაღებად, მოედანზე ბევრი სიურპრიზი იქნება.“
- 9 აგვისტო 2013
- 2 251
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.