პერესი არ ჩქარობს

მოგეხსენებათ, მადრიდის რეალის პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი დანიელ ლევის შეხვდა, მათი შეხვედრის თემა რა თქმა უნდა გარეთ ბეილის ტრანსფერი იყო, ორივე მხარე საკუთარ პოზიციას ამაგრებს, სწორედ აქედან გამომდინარე მოლაპარაკებების პროგრესი არ ჩანს...

გავრცელებული ინფორმაციით ესპანელმა პრეზიდენტმა იცის, რომ ადრე თუ გვიან დანიელი გარეთ ბეილს გუნდიდან მაინც გაუშვებს, რადგან თავად უელსელს სურს სამეფო კლუბში თამაში და ტოტენჰემის დატოვება, ლევის მიზანია მოთამაშისგან რაც შეიძლება მეტი თანხის გამომუშავება, ფლორენტინო კი მოვლენებს არ აჩქარებს და ურჩევნია 1-2 კვირა დაცდა და გაცილებით ნაკლების გადახდა.

თავიდან საუბრები 120 მილიონ ევროზე მიდიოდა, შემდეგ 100 მილიონზე, დანეილს მინიმუმ 120 სურს, მაგრამ ფლორო როგორც ჩანს 100 მილიონის გადარიცხვასაც არ აპირებს ჰოტსპურის საბანკო ანგარიშზე, რადგან თვლის, რომ ბეილის შესასყიდად 70-75 მილიონზე მეტი არ არის საჭირო. ესპანელს კოზირი უჭირავს, ეს კი ბეილის პოზიციაა, მას სურს გუნდის დატოვება და ადრე თუ გვიან ეს მაინც მოხდება.

აგვისტოს ბოლომდე ყველაფერს ნათელი მოეფინება, სავარაუდოდ ლევი და პერესი ერთმანეთს კიდევ შეხვდებიან და დეტალებს დააზუსტებენ.

  • Hala
  • 9 აგვისტო 2013
  • 1 746
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)