ახალი კონტრაქტი ვარანისთვის
მადრიდის "რეალის" მცველი რაფაელ ვარანი, უახლოეს მომავალში მადრიდულ კლუბთან ახალ კონტრაქტს ხელს მოაწერს.
მიმდინარე კონტრაქტი 20 წლის ფრანგს "თეთრებთან" 2017 წელს ეწურება. არსებული ინფორმაციით, "გალაქტიკო" არ აპირებს ახალგაზრდა ვარსკვლავის დაკარგვას და მოთამაშეს ახალ კონტრაქტს სთავაზობს.
ამ მომენტში "რეალი" ვარანთან მოლაპარაკებებს აწარმოებს კონტრაქტის 2019 წლამდე გახანგრძლივების თაობაზე. ახალი კონტრაქტის მიხედვით ფეხბურთელს ხელფასიც გაეზრდება.
გასულ სეზონში ვარანმა პრიმერა დივიზიონში 15 მატჩი ჩაატარა.
Football.ua
- 8 აგვისტო 2013
- 1 945
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.