რონალდუს კარგი ჟესტი
გუშინდელი თამაშის დროს ერთ-ერთი მაყურებელი მოედანზე შევარდა და რონალდუსკენ გაიქცა ჩასახუტებლად.
კრიშტიანო რონალდუმ არამარტო , როგორც კარგმა მეგოლემ დაამახსოვრა თავის ყოფილ მწვრთნელს გუშინდელ შეხვედრაში თავი, არამედ გულშემატკივრებსაც თავისი ჟესტით კარგი და სამაგალითო საქციელი უჩვენა.
რონალდომ დაინახა, თუ როგორ მორბოდა მისკენ ერთ-ერთი მაყურებელი. ამ დროს ის მოიქცა არა ისე, როგორც ხდება ხოლმე, როცა ფეხბურთელები სხვადასხვა გზით ცდილობენ აბეზარი თაყვანისმცემლების მოშორებას, არამედ პორტუგალიელი ფეხბურთელმა საშუალება მისცა გულშემატკივარს ჩახუტებოდა და ის ბოლომდე უსმენდა იმ სიტყვებს, რომლებსაც მისი გულშემატკივარი მას ეუბნებოდა. მხოლოდ მაშინ, როცა გულშემატკივარი მორჩა თავისი სათქმელის თქმას, რონალდუმ ის სტიუარდებს გადასცა, რომლებმაც გულშემატკივარი სტადიონიდან გაიყვანეს.
რონალდუს საქციელი მოიწონა არამარტო დამსწყე მაყურებლებმა, არამედ თავად "ჩელსის" ფეხბურთელებმაც კი და მათ მას მადლობის და პატივისცემის ნიშნად ხელი ჩამოართვეს.
- 8 აგვისტო 2013
- 5 540
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.