"ელ კლასიკომდე"...

მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელი ისევ განთავისუფლების კანდიდატია.

მანუელ პელეგრინი ბოლო დღეებს ატარებს "რეალში". ასე თვლის ესპანური პრესა. 29 ნოემბერს "ბარსელონასთან" მატჩი მისთვის გადამწყვეტი იქნება.

მას შემდეგ, რაც გუნდი უცნობ "ალკორკონთან" დამარცხდა მისი რეპუტაცია შეილახა, მაგრამ შემდეგ "ხეტაფესთან" გამარჯვებამ და ჩემპიონთა ლიგაზე "მილანთან" ფრედ დასრულებულმა თამაშმა დროებით შეუნარჩუნეს პოსტი.

განმეორებითმა მატჩმა "ალკორკონთან" მთელი მსოფლიო შეძრა. ფლორენტინო პერესი დაფიქრდა პელეგრინიზე. ცეცხლზე ნავთი დაასხეს გულშემატკივრებმაც, რომლებიც აპროტესტებდნენ ჩილელი სპეციალისტის გადაწყვეტილებას, რომელმაც ლასი შეცვალა მარსელოთი.

სანაკრებო შეხვედრების შემდეგ "რეალს" ელის მატჩი "რასინგთან" პრიმერაში და შემდეგ "ციურიხთან" ჩემპიონთა ლიგაზე. გადამწყვეტი მატჩი პელეგრინისთვის იქნება "ელ კლასიკო" "ბარსელონასთან", რომელიც როგორც გითხარით გაიმართება 29 ნოემბერს "კამპ ნოუზე".


ინფორმაციის წყარო: Goal.com

  • faqo
  • 12 ნოემბერი 2009
  • 2 942
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)