კასილასი: "როცა მოუს შევხვდები, მივესალმები"
"მადრიდის რეალისა" და ესპანეთის ეროვნული ნაკრების კარის დარაჯი ESPN-ს ესაუბრა.
წინასასეზონო მომზადება: "ყველაფერი კარგად მიდის. მე ბედნიერი და მონდომებული ვარ, ველი, თუ როდის დაიწყება ახალი სეზონი და ყველაფერს ვაკეთებ "მადრიდის რეალის" კარის ღირსეულად დაცვისთვის."
მოურინიოს დროს სათადარიგოთა სკამზე ჯდომა: "ეს იყო გამოცდილება, რომელიც ყოველთვის არის ფეხბურთში და ის უფრო მეტად მონდომებულსა და მოტივირებულს გხდის ახალი სეზონის დაწყებისთვის. ახალი გამოწვევების წინაშე გაყენებს, ახალი თამაშები, ახალი ტურნირები და რაც შენ გჭირდება არის, დაივიწყო ის, რაც წარსულში მოხდა და წინ იყურო."
მოუსთან ურთიერთობა: "არ ვიხსენებ იმას, თუ რაც მოხდა მოუსთან დაკავშირებით, ვინაიდან სეზონი მორჩა, წლების მანძილზე ის ჩვენთან იყო და მხოლოდ თბილად უნდა გავიხსენოთ. არანაირი პრობლემა არ მაქვს. თუ მას შევხვდები ყოველგვარი პრობლემების გარეშე მივესალმები."
კრიშტიანოს კონტრაქტი: "თქვენ თვალი გადაავლეთ მის შედეგებს, ოთხი წელი კლუბში, 200-ზე მეტი გოლი და 200-ზე ნაკლები ჩატარებული შეხვედრა, ეს ფანტასტიკურია. ჩემთვის პირადად, ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია დღესდღეობით."
ბეილი: "არ ვიცი ეს ოფიციალურია თუ არა. ამ დღეების მანძილზე ძალიან ბევრი რამე ითქვა, როგორც ჩვეულებრივ ხდება ხოლმე ყოველი წინასასეზონო მომზადებისას. წინა წელს ანალოგიური ამბავი იყო მოდრიჩზე, წელს კი უკვე "ბეილის საქმე" გამოჩნდა. ჟოზე ანხელი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ კლუბში საუკეთესო ფეხბურთელებმა მოიყარონ თავი. მიუხედავად იმისა, რომ კლუბი დაბალანსებულია, ბეილისნაირი კვალიფიციური და ძლიერი ფეხბურთელის მოსვლით ყველანი გახარებულები ვიქნებით."
ნეიმარი და მესი: "ეს ორი კარგი ფხბურთელია, რომელსაც ემატება ხავი და ინიესტა... ესაა კლუბი, რომელმაც კარგ ფეხბურთელში მოახდინა ინვესტირება, მაგრამ ბოლო წლებია "მადრიდის რეალი" უკვე მათ ტოლსწორად ეთამაშება."
- 7 აგვისტო 2013
- 2 427
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.