მომავალზე ფიქრი

მადრიდის "რეალი" 2010–2011 წლის სეზონში სამ გრანდიოზულ ტრანსფერს გეგმავს.

"რეალი" "სამეფო თასს" გამოეთიშა და გუნდმა უკვე დაიწყო ფიქრი ახალ ფეხბურთელებზე. "ალკორკონთან" მარცხის შემდეგ "სამეფო კლუბს" თითქმის ყველა აკრიტიკებს.

"რეალი" 2010–2011 წლების სეზონში ახალ "გალაქტიკურ რევოლუციას" გვპირდება. ალბათ გუნდს ექვსი–რვა ფეხბურთელი დატოვებს. ესენი არიან: დუდეკი, გაგო, მაჰამადუ დიარა, დრენტე, მეცელდერი. შესაძლოა ამ სიას რაული და გუტიც შეუერთდნენ.

წლევანდელ ზაფხულს ბევრს საუბრობდნენ ფრენკ რიბერის ტრანსფერზე "ბლანკოსში", მაგრამ "ბაიერნმა" შეძლო ფრანგი ვარსკვლავის შენარჩუნება. მომავალი ზაფხულიდან კი "რეალის" ახალი მიზანი იქნება "მანჩესტერის" ფორვარდი უეინ რუნი.

ამათ ემატებათ სესკ ფაბრეგასი – რამონ კალდერონის ძველი დანაპირები და დავიდ სილვა. ეს უკანასკნელი წლევანდელ ზაფხულსაც შეიძებოდა გამხდარიყო "სამეფო კლუბის" ფეხბურთელი. ის ძალიან მოსწონთ ვალდანოსა და პერესს. ასევე გუნდს სურს ვარგასი და სანია. განხორციელდება ეს ტრანსფერები?


ინფორმაციის წყარო: Defensacentral.com

  • faqo
  • 12 ნოემბერი 2009
  • 3 459
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)