მოურინიოს მიერ დაუფასებლები
მადრიდის რეალის ყოფილი მთავარი მწვრთნელი თავისი ხასიათით ყოველთვის გამოირჩეოდა და ხშირად ფეხბურთელებს მასთან კონფლიქტი მოსდიოდათ. გამონაკლისი არც სამეფო კლუბი იყო, სადაც რამდენიმე ფეხბურთელი მასთან ღია დაპირისპირებაში შევიდა.
იკერ კასილასი
გასული სეზონი მადრიდელთა კარის დარაჯისათვის ყველაზე ცუდად დასამახსოვრებელი გამოდგა. დიდი წვლილი ამაში მოურინიოს მიუძღვის. მოურინიომ იკერის საჯაროდ კრიტიკა დაიწყო და უკმაყოფილებას გამოთქვამთა მისი თამაშით. შემდეგ სკამზე დასვა და ბოლოს იკერმა ტრავმა მიიღო, რომლის შემდეგ მოედანზე არც გამოჩენილა.
სერხიო რამოსი
ბოლო თვეებში მათ შორის ურთიერთობა დალაგდა, მაგრამ მანამდე მწვრთნელი და ვიცე-კაპიტანი ერთმანეთს მედიის საშუალებით აქტიურად უპირისპირდებოდნენ. ყველაფრის მიზეზი კი სერხიო რამოსის მხარდაჭერა იყო მესუთ ოზილისადმი, რომელიც მოურინიომ სათადარიგოთა სკამზე დასვა.
პეპე
პეპე ყოველთვის მოურინიოს ფავორიტი მცველი იყო და ყველაზე ნაკლები პრობლემა მასთან ჰქონდა, მაგრამ ბოლო პერიოდში მასთანაც დაეძაბა ურთიერთობა, რადგან მადრიდელთა სამიანმა ღიად დაუჭირა მხარი იკერ კასილასს, რის გამოც ის დაისაჯა.
რონალდო
რონალდოზე ყველაფერი ნათელია, უთანხმოება ჯერ კიდევ კრისის მანჩესტერში თამაშისას დაიწყო, როდესაც მოუ მას ჩელსის მწვრთნელის რანგში აკრიტიკებდა. აგრეთვე რონის კარგი მეგობრობა აკავშირებს რამოსთან და კასილასთან, რომლებთანაც მოურინიოს ცივი ურთიერთობა ჰქონდა. ბოლო სიტყვა მოურინიომ რონალდოზე რამდენიმე დღის წინ თქვა, მაგრამ რეალის მწვრთნელის რანგშიც გააკრიტიკა მადრიდელთა სუპერვარსკვლავი. მოუმ ბლანკოსის დატოვებამდე ერთ-ერთ უკანასკნელ ინტერვიუში აღნიშნა, რომ რონალდოს ჰქონია თითქოს ყველაფერი იცისო.
დი მარია
მოუმ ანხელ დი მარია ჟურნალისტების თვალწინ გააკრიტიკა, როდესაც მისი თამაშისადმი მონდომება დაიწუნა და ეს იმით ახსნა, რომ არგენტინელს ახალი კონტრაქტის გაფორმებამ და უფრო ბევრი ფულის აღებამ თამაში გააფუჭებინა.
ბენზემა
მოურინიო ფრანგ თავდამსხმელს მოსვლის დღიდანვე აკრიტიკებდა და მუდამ უკმაყოფილო იყო მისი თამაშით. ალბათ გახსოვთ ჟოზემ ის ერთხელ კატას შეადარა, რომელიც იდეაში ლომი უნდა იყოს.
- 7 აგვისტო 2013
- 3 134
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.