Forbes: "რატომ უნდა იყიდოს "მადრიდის რეალმა" ბეილი"

Forbes-ის ჟურნალისტი რობი მაკმაჰონი საკმაოდ საინტერესო სტატიას გვთავაზობს ბეილის და არსენ ვენგერის არასწორი მოსაზრებების შესახებ.

2000 წლის ზაფხულში გეგმა საკმაოდ მიზანმიმართული იყო-უნდა არჩეულიყო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კლუბის პრეზიდენტად ადამიანი, რომელიც წინასაარჩევნოდ ამომრჩევლებს პირდებოდა მოსისხლე მტრის ვარკსვლავი ფეხბურთელის შეძენას. ამის შემდეგ იყო საუკეთესო და ყველაზე გაყიდვადი ფეხბურთელების შეძენა, რამაც "მადრიდის რეალი" მარკეტინგულ ბეჰემოტად აქცია. კლუბი ევროპისა და მსოფლიოს ბაზარზე ნამდვილ დომინანტ მონსტრად იქცა.

ეს დაიწყო მაშინ, როცა "ბარსელონას" თვალწინ "აახიეს" ლუიშ ფიგუ, რასაც ლა ლიგის ტიტული მოყვა. ზინედინ ზიდანი მომდევნო წელს მოვიდა და უეფას ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა კლუბს. ბრაზილიელი რონალდომ ფლორენტინო პერესის სუპერ კლუბში 2002 წელს ჰეთრიკი შეასრულა. "მადრიდის რეალი" მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის, მაშინ კი ინტეტკონტინენტური თასის მოსაგებად წავიდა და თან ხელს ეპსნაეთის 29-ე ლა ლიგის ტიტული გააყოლა.

მერე 2003 წელს მოვიდა დევიდ ბექჰემი და იმ დროს უკვე კლუბი ნამდვილი ვარკსვლავებით იყო გადაჭედილი, მაგრამ პოლიტიკამ დიდხანს არ გაამართლა და პირველი ძაფი 2006 წელს გაწყდა, როცა ფლორენტინო პერესმა გადაწყვიტა, რომ კლუბს ახალი მმართველი და პოლიტიკა ესაჭიროებოდა.

ეს ახალი მიმართულება და პოლიტიკა კი მხოლოდ სამი წელი გაგრძელდა და ამის შემდეგ პერესი კვლავ გამოჩნდა, როგორც მსესხებელია საპრეზიდენტო კანდიდატი 2009 წლის არჩევნებში, სადაც მხოლოდ ერთი ადამიანი იყრიდა კენჭს, რომელმაც 80 მლნ. დოლარის ბონდების ნომინალური ქაღალდები ჩადო. მანამ სანამ ვინმე შეძლებდა თქმას "ის დაბრუნდა" , ფლორენტინო პერესმა მსოფლიო სარეკორდო ტრანსფერი გაჩარხა და "მილანიდან" კაკა შეიძინა. სულ რაღაც ოცი დღე იყო გასული ამ შენაძენიდან და მან მორიგი სარეკორდო შენაძენი გააკეთა და "მანჩესტერ იუნაიტედს" ერთბაშად 120 მლნ. დოლარი აშოვნინა რონალდუს სანაცვლოდ. მიახლოებით 200 მლნ. დოლარი დაიხარჯა ერთ თვეში 2009 წელს და ეხლა მას უკვირს "მონაკოსა" და "პსჟ"-ს შენაძენები მიმდინარე ზაფხულს?

პერესი "მადრიდის რეალის" სათავეში საერთო ჯამში 10 წლის მანძილზე იმყოფება. პერესის მმართველობის დროს კლუბის სატრანსფერო დანახარჯები 1 მლრდ. დოლარის ფარგლებშია და თუ მათ გარეთ ბეილი შეიძინეს, ეს მორიგი სარეკორდო ტრანსფერი იქნება მათი შესრულებით, რომლის ღირებულებაც 130 მლნ. დოლარს მიუკაკუნებს.

ცამეტი წელი "მადრიდის რეალის" საჭის მმართვის დროს ფლორენტინო პერესის ბიზნეს სტრატეგია უცვლელი რჩება. შეიძინო საუკეთესო და ყველაზე გაყიდვადი ფეხბურთელები და შემოსავლებიც მოვა.

ბოლო დეკადის თუ უფრო მეტი ხნის ფინანსურ შედეგებზე დაყრდნობით ძნელია კითხვები გაგინდეს და ეჭვის თვალით შეხედო პერესის ბიზნეს მოდელს. Deloitte მთავარი კლუბების ფინანსურ მაჩვენებლებს 2001 წლიდან იკვლევს. 2001 წელს "მადრიდის რეალი" საშუალოდ შემოსავლების სახით ღებულობდა 140 მლნ. დოლარს. 2012 წელს ეს მაჩვენებელი გაიზარდა 665 მლნ. დოლარამდე.

შეადარებთ ეს მაჩვენებელი "მანჩესტერ იუნაიტედის" ზრდასთან 220 მლნ. დოლარიდან 515 მლნ. დოლარამდე და თქვენ მიხვდებით რამდენად წარმატებულად ახერხებს "მადრიდის რეალი" ვარსკვლავი ფეხბურთელების ფულად ქცევას.

რა თქმა უნდა, მთავარი ფაქტორი "მადრიდის რეალის" შემოსავლების ზრდისა არის ლა ლიგის სატელევიზიო შემოსვლების განაწილება. განაწილება ძნელად სათქმელია, ვინაიდან ორი უმთავრესი კლუბი მიახლოებით 180 მლნ. დოლარს ღებულობს თითოეული, მაშინ როცა სხვა დანარჩენი 18 კლუბი 475 მლნ. ევროს ინაწილებენ.

გულუხვი სატელევიზიო შემოსავლები მართლაც რომ აძლევენ "მადრიდის რეალს" შემოსავლების უმთავრეს ნაწილს, მაგრამ როგორც 2011 წლის ივნისის თვეში Swiss Ramble-მ დააგდინა მხოლოდ სატელევზიო შემოსავლები არ არის სხვა კლუბებისთვის აქილევსის ქუსლი. კლუბები შემოსავლებს სამი უმთავრესი წყაროდან აგროვებენ-მატჩის დღის შემოსულობები, სატელევიზიო ტრანსლაცია (მედია) და სასპონსორო ხელშეკრულებები. "მადრიდის რეალი" ამ სამივე მათგანს იდეალურად იყენებს შემოსავლების ზრდისთვის.

ასე, ომ თუ "მადრიდის რეალს" არის და აგრძელებს წარმატებებს, რატომ ლაპარაკობდა არსენ ვენგერი , თუ როგორ ანგრებდა და დასცინოდა პოტენციური მსოფლიოს სარეკორდო შეთაბაზება უეფას ფინანსურ "Fair Play"-ის პრინციპებს? ვენგერის კომენტარი გამყარებული იყო რაღაც 750 მლნ. დოლარიანი დავალიანებით, რომელიც "მადრიდის რეალს" აქვს, მაგრამ ის არ ითვალისწინებდა ერთ რამეს, რომ როგორც "არსენალი", ისევე "მადრიდის რეალი" სატრანსფეროდ გადახდილ თანხებს თავად ფეხბურთელებისგან იღებს.

პირველი და ყველაზე მთავარი , რაც უნდა გავითვალისწინოთ არის ის, რომ UEFA FFP კლუბის ვალებში არ თვლის - ვალებს, რომელიც მოიცავს ვალდებულებებს, რომლებიც მომდევნო წლებზეა გადანაწილებული. ერთადერთი, რასაც ის ითვალისწინებს, არის ის, ძალუძს თუ არა კლუბს ვალების მომსახურება ჩვეულებრივი ყოველწლიური ოპერაციებით.

ამის ანალოგია მაგალითად იპოთეკა. მაგ: 500 000 დოლარიანი იპოთეკა, რომელშიც თქვენ ყოველთვიურად 2 000 დოლარს იხდით, ნიშნავს იმას, რომ ეს ვალი თქვენ გმართებთ, მაგრამ ის რამოდენიმე წელზე , უფრო სწორად თვეზე არის თანაბრად გადანაწილებული. მთავარი აქ ისაა, რომ შეგეძლოს იმდენი შემოსავლის მიღება, რომ ყოველთვიურად გადაიხადო 2 000 დოლარი და ამის ზევით კიდევ დამატებით გრჩებოდეს ფული ჩვეულებრივი ხარჯების დასაფინანსებლად.

გარდა ამისა, დასადგენია და უნდა მიაქციოთ ყურადღება "მადრიდის რეალს" მთლიანი ვალია თუ წმინდა ვალი. მთლიანი ვალი ყველა ვალდებულებების ჯამია, მაშინ როცა წმინდა ვალი აქტივების (კლუბის კუთვნილი თანხის) გამოქვითვის შემდეგ დარჩენილი ვალია.

თუ თქვენ გაითვალისწინებთ "მადრიდის რეალის" წმინდა ვალებს, მაშინ თავისუფლად შეგიძლიათ იმის თქმა, რომ "მადრიდის რეალი" თავისი შემოსავლებით იდეალურად ახერხებს მათ დაფარვას, ხოლო თუ არსენ ვენგერის "სახუმარო" კომენტარი მოიცავდა და გულისხმობდა იმას, რომ "მადრიდის რეალი" უეფას ფინანსური Fair Play-ის პრინციპებს, მაშინ ეს აუცილებლად უნდა ჩაითვალოს ყურადღების გამფანტავ მანევრად. "მადრიდის რეალი" თავისი შემოსავლებითა და ფინანსური სიძლიერიდან გამომდინარე არც ეხლა და არც მომავალში არ იქნება ახლოსაც ამ ფინანსური Fair Play-ის პრინციპების დარღვევასთან.

პერესის ბიზნეს მოდელს გასაოცარი ფინანსური წარმატება აქვს. მაგრამ თუ ახლოდან დააკვირდებით , მიხვდებით, რომ მას რაღაც აკლია. გაიხსენეთ დასაწყისი როგორი იყო: დომინირება საშინაო და საგარეო სარბიელზე?

ეს ნამდვილად არ მოხდა. სამი ლიგის ტიტული, ერთი ჩემპიონთა ლიგა, ერთი სამეფო თასი და ერთი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი , საიდანაც ოთხი პირველ სამ სეზონზე მოდის.

რობი მაკმაჰონი

  • shvela
  • 6 აგვისტო 2013
  • 3 245
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)