გაგო უკმაყოფილოა
მადრიდის "რეალის" არგენტინელი ნახევარმცველის ფერნანდო გაგოს აგენტი აპირებს შეხვდეს მიგელ პარდესასა და ხორხე ვალდანოს, რათა ესაუბროს მისი კლიენტის მომავალზე.
ფერნანდო გაგოს ყველაზე ცუდი დროება უდგას "რეალში" სამი წლის განმავლობაში, რაც "სამეფო კლუბში" გადმოვიდა. ხაბი ალონსოსა და ლასის დუეტი ცენტრში დიდებულად გამოიყურება და პელეგრინისაც ძალიან იშვიათად გამოჰყავს არგენტინელი ძირითად შემადგენლობაში.
ასე, რომ გაგოს აგენტი მარსელო ლომბილა ამ დღეებში შეხვდება მიგელ პარდესას და ხორხე ვალდანოს და გაესაუბრება ფეხბურთელის მომავალზე. არ დაგვავიწყდეს, რომ ახლოვდება მსოფლიო ჩემპიონატი და ფერნანდოსთვის სათამაშო დრო ძალიან მნიშვნელოვანია.
გაგომ წელს ლა ლიგის ათი მატჩიდან მხოლოდ ოთხში მიიღო მონაწილეობა. აქედან ორი დაიწყო ძირითად შემადგენლობაში. ის სამშაბათს "ალკორკონთან" მატჩში სასტარტოში გამოვიდა, მაგრამ ვერაფერი გააკეთა სასიკეთო. თუ მდგომარეობა არ შეიცვლება, შესაძლოა გაგოს მოუწიოს კლუბის შეცვლა.
ინფორმაციის წყარო: Defensacentral.com
- 12 ნოემბერი 2009
- 1 816
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.