"ტოტენჰემის" დირექტორი: "გვინდა, რომ ბეილი დარჩეს, მაგრამ..."
"ტოტენჰემის" დირექტორი საინტერესო განცხადებას აკეთებს, რომელსაც London Evening Standard-ი გვთავაზობს.
"ტოტენჰემის" დირექტორი სერ კეიტ მილსი ადასტურებს, რომ კლუბს არ შეუძლია გარეთ ბეილისთვის ოცნებების ასრულებაში ხელის შეშლა.
"ჩვენ გვსურს, რომ ბეილი დარჩეს", აცხადებს 63 წლის მილსი, მაგრამ ბოლოს ამატებს: "თუ ფეხბურთელმა მოინდომა და დაიჟინა წასვლა, ძალიან ძნელია მას ასეთ დროს ხელი შეუშალო. მიუხედავად იმისა, რომ მას კლუბთან კონტრაქტი აკავშირებს, არ შეიძლება ვინმეს დააძალო შენს კლუბში ძალით თამაში."
მილსი ეთანხმება გავრცელებულს ხმებს ბეილთან არსებული სიტყვიერი შეთანხმების შესახებ (ჩემპიონთა ლიგაზე ვერმოხვედრის შემთხვევაში კლუბიდან წასვლის ნების დართვა), მაგრამ ამავდროულად აცხადებს, რომ ჩემპიონთა ლიგაზე გასასვლელად ბეილისნაირი ფეხბურთელებია საჭირო.
"საკითხი ასე დგას, ამიტომაც მიმდინარე ზაფხულში ჩვენ კარგი შემადგენლობის დაკომპლექტებას ვაპირებთ და იმედი გვაქვს, რომ ჩემპიონთა ლიგაზე მოვახერხებთ გასვლას მომდევნო წელს და დავიწყებთ ტიტულების მოგებას. სწორედ ეს სჭირდება "ტოტენჰემს"."
- 6 აგვისტო 2013
- 2 681
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.