ჰიდინკი : „ბეილზე 100 მილიონი ძალიან იმოქმედებს“

გუს ჰიდინკის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ ფლორენტინო პერესი გარეთ ბეილის სანაცვლოდ 100 მილიონ ევროს გაიღებს, ეს ძალიან ცუდად იმოქმედებს თავად ფეხბურთელზე, რომელიც ბევრ ასპექტში დაითრგუნება...

„ბეილზე მთელი მსოფლიო უდიდეს ავანსებს გასცემს, მე პირადად ვთვლი, რომ უელსის ნაკრებიც კი ნებისმიერ ტურნირზე ფავორიტი იქნება, რადგან მათ შემადგენლობაში გარეთი ირიცხება, რომელსაც მოედანზე სასწაულების ჩადენა შეუძლია, ახალგაზრდა ნიჭიერ მოთამაშეს ყველა იმედის თვალით უყურებს და ის მართლაც მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა გახდება, თუმცა ასტრონომიული თანხის გადახდამ ფეხბურთელზე შესაძლოა უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს.“

„როგორც ვიცი საუბარია 100 მილიონ ევროზე, თუკი ფლორენტინომ აღნიშნული თანხა გადაიხადა, უელსელი მოთამაშე მსოფლიოს ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშე გახდება, რაც თავისთავად მოაქცევს მას უდიდესი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ. ტოტენჰემში ბეილი სრულიად თავისუფალია და ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოავლინოს, სტრესი და ფსიქოლოგიური ზეწოლა კი მასზე უდიდეს ზეგავლენას იქონიებს.“

„მე ვთვლი, რომ ტრანსფერის გასაჩარხად 100 მილიონი ევრო არ არის საჭირო, თუმცა ტოტენჰემს რა თქმა უნდა მაქსიმუმის მიღება სურს და არაამქვეყნიურ თანხებს ასახელებს, უელსელის გაყიდვით ლონდონელებს მაქსიმალური სარგებელის ნახვა სურთ, მათ ფაქტიურად მთელი გუნდის გაძლიერება შეუძლიათ მხოლოდ ბეილში მიღებული თანხით, მაგრამ არის მეორე ფაქტორი, რომელიც ალბათ ინგლისელებს ნაკლებად აღელვებს, ეს ფაქტორი კი სწორედ ის ფსიქოლოგიური წნეხია, რომელსაც გარეთი მადრიდში გადასვლით მიიღებს.“

  • Hala
  • 6 აგვისტო 2013
  • 1 557
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)