რონალდოს მარჯვენა ხელი - სად ითამაშებს ბეილი?
”ბეილისა და რონალდოს დუეტით მადრიდის რეალი მსოფლიოს საუკეთესო კლუბი გახდება” - ტოტენჰემის ლეგენდა ტომ ჰოდლი.
ბეილის გამადრიდისტება დროის საკითხია, მიუხედავად ანდრეშ ვილაშ-ბოაშის განცხადებებისა ფეხბურთელი კატეგორიულ უარს ამბობს ტოტენჰემში თამაშზე. გარეთ ბეილი ფლორენტინო პერესის წინასაარჩევნო დაპირება იყო, პრეზიდენტი კი სიტყვის კაცია და ყველაფერს იზამს მის ”გასათეთრებლად”. ერთ-ერთ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ ბეილი რეალში სათამაშოდ არის დაბადებული. მაგრამ სად?
უელსელის კუმირი კრიშტიანო რონალდოა. გავიხსენოთ ბეილის ”ტვიტი”: ”რონალდოს მორიგი ჰეთ-ტრიკი! ჩემი აზრით დღეისათვის ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია! ოქროს ბურთი 2013!”
თავის მხრივ ტოტენჰემის მწვრთნელი ვილაშ-ბოაში ბეილზე საუბრისას ამბობს: ”ის ჩვენი რონალდოა!” და მართლაც ეს ორი ფეხბურთელი ძალიან ჰგავს ერთმანეთს, სისწრაფით, თამაშის სტილით, თავით თამაშით, ყუმბარისებული დარტყმით...
მადრიდის რეალის ყოფილი პრეზიდენტი, კალდერონი ბეილის ტრანსფერის შემთხვევაში რონალდოს გაყიდვას წინასწარმეტყველებს, მაგრამ ეს ჭორები სავარაუდოდ მალე გაქარწყლდება რადგან სამეფო კლუბმა თითქმის მიაღწია პორტუგალიელთან ახალ კონტრაქტზე შეთანხმებას. კარლო ანჩელოტიმ კი განაცხადა: ”რონალდოს პოზიციის შეცვლას არ ვაპირებ, არც იმ აზრს ვეთანხმები, რომ მან დაცვაში თამაშს უნდა მოუმატოს. მისგან მხოლოდ შეტევაში მზადყოფნას ველოდები.”
ტესტ-მატჩებიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ანჩელოტის რეალი 4-3-3, 4-2-3-1 ან 4-3-2-1 ტაქტიკით ითამაშებს, რონალდო კი ჩვეულ მარცხენა ფლანგს დაიკავებს, როგორც ჟოზეს დროს.
ბეილმა კარიერა მარცხენა მცველად დაიწყო, შემდეგ კი მარცხენა შემტევ ნახევარმცველად ჩამოყალიბდა. რადან ეს პოზიცია ”ოკუპირებულია” ტომ ჰოდლის სიტყვებით რეალში ბეილს შეუძლია მარცხენა მცველად ითამაშოს და მაგალითად მარსელო და დანი ალვეში მოჰყავს, რომლებიც ნომინალური მცველები არიან, მაგრამ ლა ლიგა მათ საშუალებას აძლევს აქტიურად ჩაერთონ შეტევაში. მაგრამ არამგონია რეალმა 100 მილიონზე მეტი გადაიხადოს მარცხენა მცველში. რეალისა და ტოტენჰემის ყოფილ ფეხბურთელ ვუდგეიტს კი მომავალი მადრიდის რეალის შეტევა ასე წარმოუდგენია - ბენზემა, რონალდო და ბეილი. მისი აზრით არ აქვს ნახევარდაცვის რომელ პოზიციაზე ითამაშებს უელსელი ის თავს ყველგან კომფორტულად გრძნობს.
მადრიდის რეალის სამწვრთნელო შტაბის აზრით კი ბეილი ზედგამოჭრილი მარჯვენა შემტევი ნახევარმცველია, რომელიც მარჯვენა ფლანგზე ისეთივე დონეზე ითამაშებს, როგორც რონალდო მარცხენაზე. გარეთმა გასულ სეზონში ძალიან ბევრი გოლი გაიტანა მარჯვენა ფლანგიდან, როდესაც ის ცენტრისკენ იწევდა და მარცხენა ფეხით საჯარიმოს გარედან უძლიერესი დარტყმით მეკარეს შანსს არ უტოვებდა.
ინფორმაციის წყარო: Goal.Com
- 5 აგვისტო 2013
- 4 113
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.