ისკო ახალ სეზონში მთავარი მოთამაშე იქნება
იტალიელი სპეციალისტი ისკოში ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელს ხედავს...
თუ მადრიდის "რეალის" პრესსეზონის მიხედვით ვიმსჯელებთ, შეიძლება ითქვას, რომ გუნდის ახალწვეული ისკო, ახალ სეზონში მადრიდელების მთავარი ფეხბურთელი იქნება. მხოლოდ ორმა მოთამაშემ, "მალაგას" ყოფილმა ფეხბურთელმა და კრიშტიანუ რონალდუმ, ყველა ამხანაგური მატჩი ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყეს: "ბორნმუთის", "ლიონის", "პარის სენ-ჟერმენის", "ლა გალაქსის" და "ევერტონის" წინააღმდეგ. ეს საკმაოდ ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ კარლო ანჩელოტის 21 წლის ფეხბურთელის დიდი იმედი აქვს მომავალ სეზონში.
ფეხბურთელმა მაღალი ხარისხი ყველა თამაშში აჩვენა, მაგრამ მატჩში "ლა გალაქსის" წინააღმდეგ ისკო საუკეთესო იყო მოედანზე და ორი საგოლე პასით გამოირჩა. ნახევარმცველი ჯანმრთელი და კარგად ადაპტირებულია ახალ გუნდთან. ესპანეთში მიაჩნიათ, რომ "Golden Boy"-ის ტიტულის მფლობელი, უახლოეს მომავალში "ოქროს ბურთის" პრეტენდენტი იქნება.
Merengues.ru
- 5 აგვისტო 2013
- 1 946
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.