ჯონათან ვუდგეიტი: "ბეილი ყველა გუნდს მოერგება"
მადრიდის რეალის ექს ფეხბურთელის, ჯონათან ვუდგეიტის განცხადებით, თუკი გარეთ ბეილმა მადრიდის რეალს მიაშურა, ის აუცილებლად მოერგება სამეფო კლუბის ხასიათს და სათამაშო სტილს...
„ბეილი უდიდესი ფეხბურთელია, რომელიც ამჟამად საკუთარ საფეხბურთო ისტორიას წერს, არ ვიცი გადავა იგი მადრიდის რეალში თუ დარჩება ტოტენჰემში, მაგრამ ვიცი, რომ იგი ნებისმიერ კლუბში სერიოზული ძალის წარმომადგენელი იქნება.“
„თუკი უელსელმა ესპანეთსი გადაბარგება გადაწყვიტა, მას ვურჩევ რომ პირველ რიგში ესპანური ენის შესწავლას შეუდგეს, რადგან ენის ბარიერი ყოველთვის დიდ პრობლემებს წარმოქმნის, აქედან გამომდინარე მან ამ განხრით აუცილებლად უნდა იმუშავოს, სხვა შემთხვევაში გარკვეული სახის პრობლემები ექნება.“
„ალბათ რთულია უარი უთხრა სამეფო კლუბს, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ტიტულოვანი კლუბია, ამ გუნდში ხომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები ასპარეზობენ.“
- 5 აგვისტო 2013
- 1 261
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.