მარსელომ 2 კილოგრამი დაიკლო
მას შემდეგ, რაც ბრაზილიელი მარცხენა მცველი, მარსელო ვიეირა გუნდს შეუერთდა, სამწვრთნელო შტაბმა ყურადღება მის წონაზე გაამახვილა...
ვრცელდებოდა ინფორმაციები იმის შესახებ, რომ ფიზ.მომზადების მწვრთნელი ბრაზილიელისთვის სპეციალური პროგრამის შემუშავებას აპირებდა, რომლითაც მოთამაშე წონაში მნიშვნელოვნად დაიკლებდა, რაც მის სისწრაფეზე უმალვე აისახებოდა, კარლო ანჩელოტის ძალიან სურს, რომ მობილური დაცვა ჰყავს, რომლის ფრთებიც შეტევაში აქტიურად ჩაერთვებიან, აქედან გამომდინარე მას აუცილებლად სჭირდება სწრაფი მოთამაშეები, რომლებიც დაცვის მარცხენა და მარჯვენა ფლანგს გაამაგრებენ.
გავრცელებული ინფორმაციით მარსელო სპეციალურ პროგრამას აღარ საჭიროებს და მისმა მონდომებამ სათანადო შედეგი გამოიღო, ბრაზილიელმა უკვე მოახერხა 2 კილოგრამის მოკლება და მისი მიზანი ამ მაჩვენებლის 4-მდე გაზრდა იქნება, თუკი მოთამაშემ ამ ტემპში ვარჯიში გააგრძელა, სეზონის სტარტს იგი სტანდარტულ წონაზე შეხვდება და არავითარი პრობლემა არ ექნება.
- 5 აგვისტო 2013
- 1 696
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.