მოურინიო: ”რეალი ფეხბურთით არ არის დაკავებული”

ჟოზე მოურინიომ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ იგი რეალიდან კლუბის პოლიტიკის გამო წავიდა.

”ყოველთვის ვიცოდი, რომ მადრიდის რეალი განსაკუთრებული კლუბი იყო, მაგრამ იქ პოლიტიკა უფრო მეტია ვიდრე ფეხბურთი და ზოგადად სპორტი. მეორე წელს ჩემპიონატი მოვიგეთ და ესპანეთის ისტორიაში საუკეთესო შედეგი ვაჩვენეთ, 100 ქულა და 121 გატანილი გოლი. მესამე წელს კი არჩევნები ახლოვდებოდა, ამას დაემთხვა გუნდის ჩავარდნა და წამოვედი. ამ ყველაფერს მხოლოდ ის გაიგებს ვისაც ამ კლუბში უმუშავია.”

”მიუხედავად ყველაფრისა, ცუდი სეზონი არ ჩაგვიტარებია. სამეფო თასის ფინალში გავედით, მართალია წავაგეთ, მაგრამ ფინალში ხომ ვითამაშეთ? ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასასვლელად კი ერთი გოლი დაგვაკლდა. სუპერ თასის დაპირისპირებაში კი ბარსას მოვუგეთ. მხოლოდ ერთი თასი კი ჩემთვის საკმარისი არ იყო.”

”მადრიდის რეალს ბეილის შეძენა წინა წლებში ვთხოვე, მაგრამ ამის გაკეთება შეუძლებელი იყო. ახლა როგორც ჩანს უელსელი რეალის მაისურს მოირგებს, რაც ძალიან მიხარია. გარეთი ფანტასტიური ფეხბურთელია და გადასარევად მოერგებოდა იმ სათამაშო სტილს, რომელსაც მე მივმართავდი რეალში.”

  • SunSay
  • 5 აგვისტო 2013
  • 3 099
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)