ანჩელოტიმ ჩერიშევს დარჩენისკენ მოუწოდა
დიდი ალბათობით, ფაბიუ კოენტრაუ „სპერსის“ მაისურს მოირგებს.
აქდან გამომდინარე, მადრიდელებს მისი შემცვლელი სჭირდებათ, რამეთუ მხოლოდ მარსელოს იმედზე ყოფნა, საკმაოდ სარისკოა.კარლო ანჩელოტი ახალი ფეხბურთელის მოყვანას, არსებული რესურსის გამოყენებას ამჯობინებს.იტალიელი სპეციალისტი, პორტუგალიელი მცველის ლონდონში გადაბარგების შემთხვევაში, დენი ჩერიშევს ამპლუას შეუცვლის, ანუ საჭიროების ჟამს, რუსი ნახევარმცველი განაპირა მცველად გარდაიქმნება.სწორედ ამიტომაც, კარლიტომ სთხოვა დენისს, კლუბის გამოცვლისგან თავი შეიკავოს.
ჯერჯერობით უცნობია რა გადაწყვეტილებას მიიღებს დენისი, რამეთუ შემოთავაზება აქვს მიუხენგლადბახის „ბორუსიისგან“ და უელსური „კარდიფ სიტისგან,“ რომელიც მომავალი სეზონიდან ინგლისის უმაღლესს ლიგაში იასპარეზებს.
გამომდინარე იქედან, რომ ჩერიშევს განზრახული აქვს კარსმომდგარ მსოფლიოს 2014 წლის მუნდიალზე ასპარეზობა, მისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს სათამაშო წუთებს.ვნახოთ, რამდენად გაითვალისწინებს ის ანჩელოტის თხოვნას, „რეალიდან“ არ წასვლის შესახებ.
as.com
- 5 აგვისტო 2013
- 1 441
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.