„რეალი“ სუარესზე გადაერთო
ბრიტანული Daily Star-ი ირწმუნება, რომ მომავალ კვირაში, სამეფო კლუბი „ლივერპულს“ შეთავაზებას გაუკეთებეს.
ოფიციალური მადრიდი მზად არის, ურუგვაელ ფეხბურთელში 46 მილიონი ჩაურიცხოს „მერსესაიდელებს.“გონსალო იგუაინის „ნაპოლიში“ გადაბარგების შემდეგ, „ბლანკოსი“ მხოლოდ ორი ნომინალური ფორვარდის ამარა დარჩა.
აღნიშნულ ინფორმაციას უფრო მეტ სიმტკიცეს, „წითლების,“ ატლეტიკოელი, დიეგო კოშტათი დაინტერესება სძენს.ინგლისელებს სწორედ მისით სურთ სუარესის ჩანაცვლება.
და ბოლოს, სუარესის თემას, რამდენიმე დღის წინ ჯერარდიც გამოეხმაურა, რომელმაც შემდეგი ურჩია თანაგუნდელს: „მის ადგილზე რომ ვიყო, „რეალის“ ან „ბარსელონას“ შემოთავაზებას დაველოდებოდი.“
as.com
- 4 აგვისტო 2013
- 3 690
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.