„რეალი“ - „ევერტონი“ [პრევიუ]
წინასასეზონო მომზადების პერიოდში, სამეფო კლუბი მე-5 მატჩს გამართავს.
საერთაშორისო ჩემპიონთა თასის ფარგლებში, მადრიდელები „ევერტონს“ დაუპირისპირდებიან, ხოლო გუნდებს შორის გამარჯვებული, გათამაშების ფინალში მიიღებს მონაწილეობას, სადაც „ჩელსი“-„მილანის“ უძლიერესს შეხვდება.
აღსანიშნავია, რომ ინგლისელებმა ესპანელებთან დაპირისპირებამდე, ტურინის „იუვენტუსს“ სძლიეს.მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო 1-1 დასრულდა და პენალტების სერიაში, ლივერპულელებმა უკეთესი შესაძლებლობები გამოავლინეს.
როგორც იცით, გასული სეზონის დასრულების შემდეგ, „ლურჯების“ სამწვრთნელო შტაბი, ესპანელმა რობერტო მარტინესმა ჩაიბარა.მისი თაოსნობით, „ევერტონმა“ 4 ამხანაგურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, საიდანაც 3-ში გამარჯვებული გამოვიდა.ამ ეტაპისათვის, გუნდის მთავარ მეგოლედ, ბელგიელი კევინ მირალიასი ითვლება (3 გოლი).
ამასთანავე, არ უნდა დაგვავიწყდეს ანიჩებე, ფელაინი, პიენაარი, ჰეიტინგა, დელოფეუ და კონე.მათ ნამდვილად შეუძლიათ საქმე გაურთულონ მადრიდელ ფეხბურთელებს, რომლებიც ამხანაგურ მატჩებში ჯერჯერობით უდანაკარგოდ გამოდიან.
ცნობისათვის, აქამდე, „რეალისა“ და „ევერტონის“ გზა ერთხელ გადაიკვეთა.მადრიდელებმა „სანტიაგო ბერნაბეუს“ თასზე უმასპინძლეს მეტოქეს.„თეთრებმა“ 6-1 დაამარცხეს მოწინააღმდეგე.
ერთი სიტყვით, ქომაგები საინტერესო მატჩის მომსწრენი გავხდებით, რომელიც 4 აგვისტოს, 04 საათსა და 00 წუთზე (გამთენიოს) აიღებს სტარტს (თბილისის დროით).
realmadrid.com
- 3 აგვისტო 2013
- 2 510
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.