დი მარია ბეილს ადგილს არ უთმობს
ძალიან დიდი ხმები დადის ბეილის მადრიდის "რეალში" გადაბარგებაზე და სავსებით რეალურია სულ რამდენიმე დღეში უელსელი ფეხბურთელი "ბლანკოსის" რიგებში ვიხილოთ.
იმ შემთხვევაში, თუ ბეილი "რეალში" გადავა, ანხელ დი მარიას გუნდის დატოვება მოუწევს, რადგან "ბლანკოსი" გარეთის სანაცვლოდ კოლოსალურ თანხას ჩამოდის, არგენტინელის ადგილი კი კლუბში უბრალოდ არ რჩება.
დი მარია ამხანაგურ მატჩებში ცდილობს თავის გამოჩენას. იბრძვის ბოლომდე, იხარჯება და ცდილობს თავისი გუნდის გამარჯვებაში წვლილი შეიტანოს. ხშირ შემთხვევაში ასეც ხდება.
ალბათ ყველას გახსოვთ წინა მატჩი, "ლოს ანჟელეს გალაქსის" წინააღმდეგ ანხელმა შესანიშნავად იასპარეზა. მისი თავდადებული თამაში კი იმაზე მეტყველებს, რომ არგენტინელს არც ბეილისთვის სურს ადგილის დათმობა და მით უმეტეს არც კლუბის დატოვება,
- 3 აგვისტო 2013
- 2 649
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.