ზიდანი, მოთამაშე-მწვრთნელი
ზინედინ ზიდანმა გადაწყვიტა თავის ფეხბურთელებთან უფრო ახლო ურთიერთობაში შესვლა, ამისათვის კი მან შემდეგი მეთოდი გამოიყენა. ყოველ ვარჯიშზე ზიზუ ისეთივე დატვირთვებით ვარჯიშობს, როგორც მადრიდის "რეალის" ყველა ფეხბურთელი.
გასაოცარია, თუმცა ზიდანს ფიზიკური კონდიციები უცვლელია. ამის მოწმე ის 200 ადამიანი იყო, რომელიც სამეფო კლუბის ვარჯიშ დაესწრო. ზიზუ დიდი ხანია უკვე აღარ თამაშობს ფეხბურთს და მისი აზრით, საკუთარი რესურსი ამ სპორტში ჯერ არ ამოუწურავს. სწორედ ამიტომ მისი უდიდესი სურვილია გახდეს საუკეთესო მწვრთნელი.
საფრანგეთის ნაკრების ლეგენდა კარლო ანჩელოტის ასისტენტია და ცდილობს მისგან რაც შეიძლება ბევრი ისწავლოს. ასევე იგი ცდის თავის მეთოდებს ფეხბურთელებთან ურთიერთობაში და ხელმძღვანელობის თქმით ზიდანი უზომოდ ბედნიერია ამჟამინდელი პოსტით.
ბოლო ვარჯიშზე იგი ძალიან დიდი ხნის მანძილზე ესაუბრებოდა მადრიდელთა ახალწვეულს ილარას. სანამ ესპანელი მოთელვას გადიოდა, ზიდანი მის გვერდით იდგა და დარიგებებს აძლევდა. ეს მეთოდი მან წინა ვარჯიშებზე ბენზემასთან და ვარანთან გამოცადა.
- 3 აგვისტო 2013
- 2 981
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.