ილიარა მოედანზე გამოჩნდა
სამეფო კლუბმა „გალაქსისთან“ დაპირისპირების შემდეგ, პირველი ვარჯიში გამართა.
სავარჯიშო სესიის მთავარი სიახლე, ასიერ ილიარამენდის მწვანე მინდორზე გამოჩენა გახლდათ.როგორც იქნა, ბასკმა საყრდენმა ტრავმა მოიშუშა და დანარჩენ თანაგუნდელებთან ერთად, სრული დატვირთვით შეუდგა გარჯას.
უნდა აღინიშნოს, რომ გამოჯანმრთელების პროცესში პროგრესს განიცდის რაფაელ ვარანიც.ამ უკანასკნელმა ბურთით დაიწყო ვარჯიში.
და ბოლოს, დღევანდელ ვარჯიშზე ძველი დრო გაიხსენა ზიდანმაც.ზიზუმ შეგირდებთან ერთად ივარჯიშა.
as.com
- 3 აგვისტო 2013
- 1 916
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.