ჩერიშევი: ”მწვრთნელი ახალგაზრდა ფეხბურთელებს დიდ შანსს აძლევს”
ჩერიშევმა მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
”დღითიდღე ვაუმჯობესებთ თამაშის ხარისხს და უკეთეს ფორმაში შევდივართ. დაცვაში თამაში ცოტატი გამიჭირდა, მაგრამ ნელ-ნელა ვეჩვევი ამ პოზიციას. ზიდანს და მწვრთნელს მუდმივად ვუსმენ, ისინი რჩევებს მაძლევენ, რომ მალე გავიარო ადაპტაცია. მე მინდა საუკეთესოებისგან ვისწავლო, ისეთებისგან როგორიც მარსელო და კოენტრაო არიან.”
”ახლა მომავალზე არ ვფიქრობ, შესანიშნავი ტური მოაწყო მადრიდის რეალმა და ვეცდები ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოვავლინო, რომ ძირითად გუნდში დავიმკვიდრო ადგილი.”
”მწვრთნელი ახალგაზრდა ფეხბურთელებს ენდობა და დიდ შანსს აძლევს თავიანთი თამაშის ხარისხი გამოავლინონ. ძალიან პოზიტიური ნაბიჯია კლუბის მხრიდან, რადგან აკადემიაში საკმაოდ ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი ირიცხება.”
- 2 აგვისტო 2013
- 1 217
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.