კაკა: "მოხარული ვიქნები, თუ ბეილი ჩვენ შემოგვიერთდება"
მადრიდის "რეალის" ნახევარმცველმა რიკარდო კაკამ კომენტარი გააკეთა გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც "ტოტენჰემის" ნახევარმცველი გარეთ ბეილი, შეიძლება მადრიდულ კლუბს შეუერთდეს.
"ბეილი - ძალიან, ძალიან კარგი ფეხბურთელი. მადრიდში მას ყველა მიესალმება."
"ის არის საოცარი ფეხბურთელი შესანიშნავი ტექნიკით, უნარით და სხვადასხვა რამეებით. ჩვენ ძალიან გახარებულები ვიქნებით, თუ ის ჩვენ შემოგვიერთდება", - განაცხადა ბრაზილელმა ფეხბურთელმა რიკარდო კაკამ.
შეგახსენებთ, რომ "რეალმა" ბეილის სანაცვლოდ "ტოტენჰემს" 85 მილიონი ფუნტი შესთავაზა.
AS-ის ინფორმაციით კი სატრანსფერო თანხა შეიძლება 120 მილიონ ევროს შეადგენდეს.
Sports.ru
- 1 აგვისტო 2013
- 1 977
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.