"რეალ"ური შეთანხმება
ამ სათაურით გამოდის დღევანდელი DailyStar-ი.
უელსემა ფეხბურთელმა მოსთხოვა "სპურსის" ხელმძღვანელობას, რომ გაეშვათ "სანტიაგო ბერნაბეუზე" სათამაშოდ.
ეხლა უკვე ანდრე-ვილაშ ბოაშს სურს, რომ სატრანსფერო მოლაპარაკებებში გარდა 85 მლნ. ფუნტისა "მადრიდის რეალმა" ახალგაზრდა ალვარო მორატაც ჩართოს.
"სპურსმა" უკვე გამართა მოლაპარაკებები ბეილთა ბოლო ვარჯიშის შემდეგ და ცადა ის დარჩენაში დაერწმუნებინა.
მაგრამ ჩრდილოეთ ლონდონელებს ნათლად უთხა 24 წლის უელსელმა ფეხბურთელმა, რომ ესპანურ გრანდში სურს გადასვლა.
ვილაშ-ბოაშმა კი უკვე სამიზნე შეარჩია და ეს ალვარო მორატაა, რომლის მოყვანაც მას "უაით ჰართ ლეინზე" სურს.
"სპურსმა" სცადა დაერწმუნებინა ბეილი, რომ მათ დიდი ამბიციები აქვთ და გეგმავენ დიდი შენაძენების განხორციელებას, რათა პრემიერ ლიგის მოგებისთვის იბრძოლონ.
მაგრამ ბეილმა მათ კიდევ ერთხელ აუხსნა, თუ რას ნიშნავს მისთვის "მადრიდის რეალში" თამაში და რომ ეს მისი ოცნებაა, რომელიც გადახედვას არ ექვემდებარება.
კლუბის მფლობელი დანიელ ლევი კი ეხლა მხოლოდ რაც შეიძლება დიდი ფულის წამოღებას ცდილობს ამ ტრანსფერისგან და გარდა ფულისა, ის აგრეთვე ითხოვს ტრანსფერში მორატას ჩართვას.
მორატა თავის სახელს ნელ-ნელა იმკვიდრებს ესპანეთში, ის მარტში გამართული ელ კლასიკოს დროს სასტარტო შემადგენლობაშიც კი მოხვდა.
"მადრიდის რეალის" პრეზიდენტს სურს, რომ მორატა შეინარჩუნოს, მაგრამ თუ ის ბეილის საქმეში დაეხმარება, მზადაა ფეხბურთელს შეელიოს.
- 1 აგვისტო 2013
- 3 276
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.