რას უნდა ველოდოთ ილიარასაგან?

რამდენიმე კვირის წინ, სამეფო კლუბმა 38 მლნ. ევრო გადაიხადა „სოსიედადის“ ვარსკვლავში, ასიერ ილიარამენდიში.

ასიერი მუტრიკში დაიბადა და როგორც ფეხბურთელი, „რეალ სოსიედადის“ საფეხბურთო სკოლაში გაიზარდა.ნიშანდობლივია, რომ მიუხედავად ფეხბურთელის განსაკუთრებული ნიჭისა, ბასკური კლუბის მწვრთნელებმა, მხოლოდ წინა სეზონში გადაწყვიტეს მისი პირველი გუნდის საგზურით დაჯილდოვება.დებიუტიც ასეთი უნდა - მე-4 ადგილი პრიმერა დივიზიონში და ევროპის ჩემპიონი 21 წლამდელებში.

ალბათ, ქომაგთა უმრავლესობა თვლის, რომ ილიარას სატრანსფერო ღირებულება, შეუსაბამობაში მოდის მაში გადახდილ ფასთან.ანალოგიუროად თვლიდენ რონალდუს შემთხვევაში, თუმცა მისი გამადრიდელებიდან 4 წლის თავზე, თამამად შეიძლება ითქვას, რომ მადრიდელებმა „წითელი ეშმაკუნები“ გაძარცვეს.

ბევრის აზრით, ილიარამენდი ალონსოს შემცვლელის რანგში მოიყვანეს, თუმცა ეს მტკნარი სიცრუეა.ის მოვიდა, რათა ტანდემში ითამაშოს ჩაბისთან.ეს ორი ბასკი, ძალზედ განსხვავდებიან ერთმანეთისაგან.ჩაბი ფლეიმექიერია, რომელმაც კარგად იცის დაცვა, ხოლო ილიარა საყრდენია, რომელიც აკეთებს კარგ პასს.

შეიძლება ითქვას, რომ ასიერის „გათეთრებით,“ დიდი კონკურენტი გამოუჩნდა სემი ხედირას.გასულ სეზონში, „სოსიედადის“ ყოფილი მოთამაშე, თამაშის განმავლობაში, საშუალოდ 3.8-ჯერ აკარგვინებდა ბურთს მეტოქეს.ეს მაჩვენებელი მე-8-ა პრიმერა დივიზიონში.

ასიერი გაცილებით მობილურია, ვიდრე გერმანელი.ამასთანავე, მისი დიდი პლიუსია პასი.შარშან, საშუალოდ 50.8 გადაცემას აკეთებდა მატჩის დროს, 80.7 პროცენტიანი სიზუსტით.მის არსენალში, გრძელი პასებიც შედის (საშუალოდ 4.1), რაც იმის მაუწყებელია, რომ მოთამაშეს შეუძლია ერთი გადაცემით მწვავე კონტ-შეტევა გააჩაღოს.

ილიარამენდის გუნდში ყოფნა, მწვრთნელს მრავალფეროვნების საშუალებას მისცემს.მას ძალუძს ითამაშოს, როგორც ალონსოსთან, ასევე მოდრიჩთან, ან ორივესთან ერთად.

ამასთანავე, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ილიარას ფონზე, მადრიდს საშუალება აქვს, თამაშში „ტიკი-ტაკას“ ელემენტები შემოიტანოს.გასული სეზონის ფონზე, ალბათ, ეჭვგარეშეა, რომ „რეალმა“ ბურთის ფლობას მეტი დრო უნდა დაუთმოს, რაც თავის მხრივ, პირველ ნომრად ყოფნას განაპირობებეს.ვფიქრობთ, კარგად გახსოვსთ მოურინიოს ფორმაციის მადრიდი, რომელმაც ჩინებულად იცოდა სწრაფი შეტევები და უბურთოთ თამაში, თუმცა მატჩების დროს 1-ელ ნომრად ყოფნა, მათთვის პრობლემას წარმოადგენდა.

აქვე გეტყვით, რომ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, ასიერი საშუალოდ 82.4 გადაცემას ასრულებდა მატჩში, 95 პროცენტიანი სიზუსტით.

აქედან გამომდინარე, მხოლოდ ისღა დაგვრჩენია, საქმეში ვიხილოთ ილიარამენდი, რომელიც ზიდანისა და ალონსოს პირობებში, სწორი კუთხით განვითარდება.

realmadrid.ru

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 15
2 რაფინია 9
3 ბუდიმირი 8
4 ვინისიუსი 8

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

დეკემბერი 2024 (44)
ნოემბერი 2024 (334)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)