კრიშტიანუს სამი უარი

გამოცემა ABC-ის ინფორმაციით, მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე, კრიშტიანუ რონალდუმ 3 ბუმბერაზი შეთავაზება დაბლოკა.

როგორც გაირკვა, პორტუგალიელის მიმართ, ყველაზე სარფიანი წინადადებით, პარიზულმა გრანდმა გამოიჩინა თავი - 5 წლიანი კონტრაქტი და 22 მლნ. ყოველი წლის ბოლოს.18 მილიონით ცდილობდა, საფრანგეთის ლიგაში მოასპარეზე „მონაკო“ „ელ ფერარის“ დაყოლიებას, ხოლო რაც შეეხება „სიტის,“ ინგლისელები ასევე 18 მილიონსა და პლიუს ბონუსებს პირდებოდნენ, იმ შემთხვევაში თუ, თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაბარგდებოდა მათთან.

ალბათ, ეკონომიკური თავლსაზრისით, ადვილი არ არის, მსგავსი წინადადებების უგულებელყოფა, თუმცა კრიშტიანუ „ფულზე არ გაიყიდა.“ის ბედნიერია „რეალში“ და რამდენიმე დღეში ახალ კონტრაქტს მოაწერს ხელს, რომლის თანახმადაც მისი ანაზღაურება გახდება 13 მლნ, რაც თავის მხრივ რეკორდული ციფრია ესპანური ფეხბურთის ისტორიაში.

კრიშტიანუს, რომელსაც 199 ოფიციალურ მატჩში, 201 გოლი აქვს გატანილი, კარგი შანსი აქვს, გახდეს „ბლანკოსის“ ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი, დაამხოს რა, გონსალეს ბლანკოს მიღწევა (323).

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 15
2 რაფინია 9
3 ბუდიმირი 8
4 ვინისიუსი 8

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

დეკემბერი 2024 (44)
ნოემბერი 2024 (334)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)