ბეილი ბოაშს: „რეალში მინდა თამაში“
გარეთ ბეილმა „ტოტენჰემის“ სამწვრთნელ ბაზაზე 5 საათის დაყო.
უელსელმა ფეხბურთელმა თანაგუნდელებთან ერთად ივარჯიშა.როგორც იცით, გარეთს „სპერსის“ მიერ ჩატარებულ ამხანაგურ მატჩებში მონაწილეობა არ მიუღია, ამიტომაც ის ვარჯიშებით ცდილობს ფორმის შენარჩუნებას.
როგორც „მარკასთვის“ გახდა ცნობილი, ლონდონელების სავარჯიშო სესიის მიწურულს, ფეხბურთელსა და მთავარ მწვრთნელს შორის დიალოგი შედგა.ბეილმა ბოაშს უთხრა, რომ სამეფო კლუბში სურს კარიერის გაგრძელება.
საბოლოო სიტყვა კლუბის პრეზიდენტზეა, რომელმაც ბეილს ფასი უნდა დაადოს.მადრიდში კი იმედოვნებენ, რომ გარეთის გადმოსვლა მოდრიჩივით არ გაჭიანურდება.
marca.com
- 1 აგვისტო 2013
- 3 299
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.