რეალს მოდრიჩის ეფექტის თავიდან აცილება სურს
ალბათ ყველას გვახსოვს ლუკა მოდრიჩის გაჭიანურებული ტრანსფერი გასულ სეზონში. სამეფო კლუბმა კარგი გამოცდილება მიიღო და ბეილის შემთხვევაში სურს თავიდან აიცილოს ”მოდრიჩის ეფექტი”.
დანიელ ლევის ხორვატი ნახევარმცველის გაშვება არ სურდა, მაგრამ ფეხბურთელმა გუნდში თამაშზე უარი განაცხადა და საბოლოო ჯამში თავისას მიაღწია, 27 აგვისტოს ის რეალის ფეხბურთელი გახდა. ამ დროისთვის ლა ლიგა უკვე დაწყებული იყო და სეზონის პირველ ნახევარში ლუკას ძალიან გაუჭირდა ახალ გუნდში ადაპტაცია.
რეალურად მოდრიჩმა თავისი შესაძლებლობები სეზონის მიწურულისკენ გამოავლინა და დაგვანახა, რომ მაღალ დონეზე თამაში შეუძლია. ეს ყველაფერი ასე გვიან იმიტომ მოხდა, რომ მას არ ჰქონდა დრო გუნდთან ერთად გაეარა სეზონის წინა მოსამზადებელი ეტაპი და თავიდანვე გაცნობოდა გუნდის განვითარების გეგმას. შესაბამისად ბლანკოსმა მიიღო ძვირადღირებული ფეხბურთელი, რომელმაც მხოლოდ სეზონის ბოლოს დაამახსოვრა თავი გულშემტკივარს.
აქედან გამომდინარე, მადრიდის რეალის ხელმძღვანელობა ითვალისწინებს ამ მწარე გამოცდილებას და აცნობიერებს, რომ უელსელის შემთხვევაშიც მსგავს პრობლემებთან მოუწევს დაპირისპირება.
სამეფო კლუბის ხელმძღვანელობამ განსაზღვრა ბოლო ვადა, როდესაც ბეილი შეიძლება შეუერთდეს ბლანკოსს, ეს არის 17 აგვისტო. თუ ამ რიცხვამდე ბეილი ვერ გაიფორმეს თეთრებმა, მაშინ ის ტოტენჰემში დარჩება. იდეალური ვარიანტი პერესისა და ანჩელოტის აზრით ტრანსფერის მიმდინარე კვირაში დასრულებაა, რაც ნაკლებად ასავარაუდოა, თუმცა ამ კვირის შემდეგაც მათ რჩებათ სრული 2 კვირა მის გადმოსაბირებლად.
- 31 ივლისი 2013
- 2 970
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.