გუნდთან ახლოს

უკვე მეორე წელია, ამერიკულ ტურნეში, გუნდთან ერთად ფლორენტინო პერესიც იღებს მონაწილეობას.

სამეფო კლუბის პირველ პირს, ფეხბურთელებთან და სამწვრთნელო შტაბთან სიახლოვის ტაქტიკა აქვს შემუშავებული, რაც ურიგოდ ნამდვილად არ გამოიყურება.ალბათ, გვინახავს საფეხბურთო კლუბების თავკაცები, რომლებიც მხოლოდ ოფიციალურ ფოტოებში ჩნდებიან.

დონ პერესი ცდილობს, მაქსიმალური ჩართულობა გამოავლინოს გუნდის ყოველდღიურ ცხოვრებაში.ის მუდმივად ამხნევებს „რეალის“ ახალგაზრდა მოთამაშეებს, რომლებიც ხელმძღვანელობის მხრიდან ნამდვილად საჭიროებენ სტიმულს.ამასთანავე, ფლორენტინო კონტაქტში შედის თითოეულ ფეხბურთელთან.

ასევე, ამერიკული ტურნე კარგი საშუალებაა იმისათვის, რომ უფრო გრძელვადიანი საუბარი შედგეს პრეზიდენტსა და გუნდის კაპიტნებს შორის.ერთი სიტყვით, პერესი ყველაფეეს აკეთებს კლუბში შესაშური ატმოსფეროს შესაქმნელად.

აქვე გეტყვით, რომ წინასასეზონო მომზადების პერიოდში, ფლორენტინოს ერთ-ერთი მთავარი მიზანი, კრიშტიანუ რონალდუს კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხის მოგვარებაა.ის შეეცდება ამერიკაშივე დაარწმუნოს პორტუგალიელი ფეხბურთელი, რაშიც წარმატებას ვუსურვებთ.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)