კიელინიმ შესაძლოა პეპე შეცვალოს
იმ შემთხვევაში, თუ პორტუგალიელი მცველი, კლეპერ პეპე მადრიდს დატოვებს, ის შეიძლება ტურინის "იუვენტუსის" ნახევარმცველმა, ჯორჯო კიელინიმ შეცვალოს.
თუ პეპე მაინც დატოვებს კლუბს, კარლო ანჩელოტის სურს, რომ გუნდში პორტუგალიელის ღირსეული შემცვლელი მოვიდეს. იტალიელი სპეციალისტი დაჟინებით მოითხოვს იტალიის ეროვნული ნაკრების მცველის, ჯორჯო კიელინის შეძენას. "სამეფო კლუბი" მზად არის მცველის სანაცვლოდ იტალიურ კლუბს 20 მილიონი ევრო შესთავაზოს. "იუვე" სავარაუდოდ, შეიძლება დათანხმდეს ასეთ ტრანსფერს, რადგან მათ ახლახან შეიძინეს იტალიის ეროვნული ნაკრების მცველი ანჯელო ოგბონა, "ტორინოს" ყოფილი წარმომადგენელი.
პეპეთი დაინტერესებულია ინგლისური "მანჩესტერ სიტი".
წყარო: real-cf.com
- 30 ივლისი 2013
- 2 385
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.