დევიდ პლიტი: "ბეილი "რეალში" თამაშისთვის ჯერ კიდევ ახალგაზრდაა"
"ტოტენჰემის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა დევიდ პლიტიმ, თავისი მოსაზრებები გაგვიზიარა "სპურსის" ნახევარმცველის, გარეთ ბეილის შესაძლო ტრანსფერზე მადრიდის "რეალში".
"არა მგონია, რომ ეს ადვილი იქნება. ბევრმა ბრიტანელმა ფეხბურთელმა ვერ მოახერხა თამაში, როდესაც უცხოურ კლუბებში გადავიდნენ. მათ შორის მხოლოდ რამოდენიმემ, ერთმა-ორმა გაამართლა და არა უმეტესობამ. ფეხბურთელების უმრავლესობას საზღვარგარეთის სირთულეები გამოცდილი აქვს."
"ვფიქრობ, რომ ის ჯერ კიდევ ახალგაზრდაა ასეთი ტრანსფერისთვის, მიუხედავად იმისა, რომ მას და მის ოჯახს სჯერა, ეს ცხოვრების ახალი ეტაპი იქნება."
"მაგრამ ვფიქრობ, რომ უკეთესი იქნება თუ ის დარჩება სადაც არის და გააგრძელებს მუშაობას მომავალი სეზონისთვის, თუ ეს მას სურს", - განაცხადა დევიდ პლიტმა.
შეგახსენებთ, რომ "ტოტენჰემს" ბეილის სანაცვლოდ სურს 98 მილიონი ევრო და ფაბიო კოენტრაუ მიიღოს.
წყარო: Sports.ru
- 30 ივლისი 2013
- 2 851
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.