"მანჩესტერმა" მოდრიჩს დაუმიზნა
"მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს ნახევარმცველი, ლუკა მოდრჩის სანაცვლოდ მადრიდის "რეალს" 30 მილიონი ევრო შესთავაზოს.
ამ ზაფხულს, "წითელი ეშმაკების" მთავარი მწვრთნელი დევიდ მოიესი, რამდენომე გახმაურებული ტრანსფერების გაკეთებას ცდილობს, რასაც მისი პირადი და გუნდის ამბიციები ადასტურებს.
"იუნაიტედი" ინტერესდებოდა კრიშტიანუ რონალდუთი, გარეთ ბეილით და სესკ ფაბრეგასით, მაგრამ მათ სამ ფრონტზე ბრძოლა ვერ მოახერხეს. მიუხედავად ამისა, "წითელ ეშმაკებს" კვლავ რჩებათ ფაბრეგასის შეძენის შანსები, მაგრამ ისინი სხვა ობიექტებზეც მუშაობენ.
წყაროს ცნობით, ახლა "იუნაიტედი" "ტოტენჰემის" ყოფილი ნახევარმცველი, ლუკა მოდრიჩის შეძენას შეეცდება. ესპანეთში ის გასულ წელს გადმოვიდა, მაგრამ "რეალის" ძირითად შემადგენლობაში მოხვედრა ვერ შეძლო, ამიტომ ის შეიძლება დაინტერესებული იყოს პრემიერ-ლიგაში დაბრუნებით.
წყარო: real-cf.com
- 30 ივლისი 2013
- 1 961
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.