სქეილი ბეილის ტრანსფერს მიესალმება
"ტოტენჰემის" ყოფილი ვარსკვლავი ჯონ სქეილი ბეილის ტრანსფერს მიესალმება.
24 წლის უელსელს სურს , რომ "მადრიდის რეალთან" მოლაპარაკებები გაიმართოს.
"სპურსი" მზადაა ფეხბურთელს 80 მლნ. ფუნტის სანაცვლოდ შეელიოს-ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი და "სპურსის" ლეგენდა ჯონ სქეილი მიიჩნევს, რომ გარეთის გაყიდვა ამ ფასად არ არის ცუდი "ტოტენჰემისთვის"
სქეილმა Starsport-ს განუცხადა: "ეს ქვეყნის აღსასრული არ არის. "სპურსს" მაგიდაზე წარმოუდგენელი და იდეალური შეთანხმება უდევს"
"უკვე ცნობილია, რომ მათ სარეკორდო შეთავაზება გააკეთეს ან მზად არიან ამის გასაკეთებლად. "მადრიდის რეალს" შეუძლია ამაში რამოდენიმე ფეხბურთელის ტრანსფერიც ჩართოს. ფაბიო კოენტრაუ და ანხელ დი მარია შეიძლება გამოიყენონ თეთრებმა"
"ორივე მათგანი კარგი და ხარისხიანი დანამატი იქნება შემადგენლობისთვის. "სპურსს" კიდევ დამატებით დარჩება თანხა ფეხბურთელის შეძენისთვის"
"ესაა შანსი კლუბისთვის მომდევნო ნაბიჯი გადადგას და საუკეთესო ოთხეულში გაერიოს."
"ისინი ახლოს არიან რობერტო სოლდადოს შეძენასთან, რაც კარგი შენაძენი იქნება. ნახევარდაცვაში პაულინიოც ბრწყინვალე ვარიანტია."
"მისი ამ ფასად გაყიდვა ანდრე ვილაშ-ბოაშს აძლევს საშუალებას დარჯოს უფრო მეტი და უფრო გააძლიეროს კლუბი. ამ ფასად ოთხი თუ ხუთი კარგი შენაძენის განხორციელებაა შესაძლებელი."
- 29 ივლისი 2013
- 2 077
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.