ახალი "მადრიდის რეალი" სრული შემადგენლობით იწყებს
კარლოს ყველა ფეხბურთელი თან ყავს. მის წინ სრული სურათი იქნება გაშლილი ჩატარებული ვარჯიშისას და მას თავისუფლად შეუძლია უკვე შეუდგეს ახალი სეზონისთვის მომზადებას.
"მადრიდის რეალმა" "პსჟ"-სთან შეხვედრაში ყველას დაანახა, რომ ის მზადაა ახალი სეზონისთვის. რომ მას ბევრ რამეში მომატებული აქვს. ეს ეხება , ისევე რგორც ფიზიკურ მომზადებას, ასევე საფეხბურთო იდეასაც. მიუხედავად ამისა, კიდევ ძალიან ბევრია სამუშაო და მოსამატებელი. ახალი სეზონის დასაწყისი კი ძალზედ ახლოსაა. კასილასი, რამოსი, არბელოა, მარსელო და ხესე უკვე შეუერთდნენ ნაკრებს და მათ ხუთი დღე აქვთ იმისთვის, რომ კარლიტოს იდეებს გაეცნონ და შეითვისონ.
ეხლა ანცელოტის უკვე ყველა ფეხბურთელი თან ყავს. უკვე დროი ვნახოთ, თუ რომელ ფეხბურთელს ექნება უფრო მეტი და რომელს უფრო ნაკლები როლი მომდევნო სეზონში. დიეგო ლოპესი თუ კასილასი, არბელოა თუ კარვახალი, ნაჩო და პეპეს დუეტი დაცვის ცენტრში, თუ რამოსი-ვარანეს დუეტო, მარსელო თუ კოენტრაუ, ასევე ახალგაზრდების როლიც გასაგებია დენისი თუ ხესე.
- 29 ივლისი 2013
- 4 100
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.