შედგება "რეალისა" და მოურინიოს დაპირისპირება?
ა.შ.შ-ში იმართება საერთაშორისო ჩემპიონთა თასი, რომელშიც მონაწილეობას ღებულობენ "მადრიდის რეალი", "იუვენტუსი", "ლოს-ანჯელეს გალაქსი", "ევერტონი", "მილანი" , "ჩელსი", "ვალენსია" და "მილანის ინტერი".
2013 წლის 7 აგვისტოს, ადგილობრივი დროით საღამოს 21:00 საათზე მაიამიში Sun Life Stadium-ზე გაიმართება საერთაშორისო ჩემპიონთა თასის ფინალი. აღნიშნული ტურნირი სტარტს 1 აგვისტოს იღებს. პირველი შეხვედრა გაიმართება "ლ.ა. გალაქსისა" და "მადრიდის რეალს" შორის, რომელთა შორის გამარჯვებულიც ნახევარფინალში უკვე 3 აგვისტოს დაუპირისპირდება "იუვენტუსსა" და "ევერტონს" შორის გამარჯვებულს (აღნიშნული შეხვედრა 31 ივლისს გაიმართება".
მეორე მხარეს არის მოურინიოს "ჩელსი", რომელსაც 1 აგვისტოს თამაში აქვს "მილანის ინტერთან", რომლის დამარცხების შემთხვევაშიც ის 4 აგვისტოს დაუპირისპირდება "მილანს", რომელმაც გათამაშებას "ვალენსია" გამოთიშა. თუ ინგლისელები მოახერხებენ და დაძლევენ იტალიელების ბარიერს, ხოლო თავის მხრივ "მადრიდის რეალი" მოახერხებს ნახევარფინალის გადალახვას, ადვილი მოსალოდნელია, რომ ფინალში "მადრიდის რეალი" თავისი ყოფილი მთავარი მწვრთნელის შეგირდებს დაუპირისპირდეს.
- 29 ივლისი 2013
- 2 380
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.