რაული: "მირჩევნია, რომ დრაქსლერი "რეალში" გადავიდეს"
"ალ სადის" თავდამსხმელმა, რაულ გონსალესმა განაცხადა, რომ მის ყოფილ პარტნიორს, "შალკეს" ნახევარმცველს იულიან დრაქსლერს ნათელი მომავალი აქვს.
"იულიანს ნათელი მომავალი აქვს. ვფიქრობ, ერთ ან ორ წელიწადში მას შესაძლებლობა ექნება ითამაშოს ინგლისის ან ესპანეთის ტოპ კლუბში."
"მე, რა თქმა უნდა მინდა, რომ იგი მადრიდის "რეალს" შეუერთდეს და არა "ბარსელონას". მსიამოვნებს და გავაგრძელებ მის დახმარებას, რჩევების სახით", - განაცხადა რაულმა.
- 29 ივლისი 2013
- 1 858
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.