SkyBet-ი ფსონებს ამცირებს
უკვე ბუქმეიკერებიც თვლიან, რომ გარეთ ბეილის "მადრიდის რეალში" გადასვლა ძალიან ახლოა. ფაქტია, რომ პრესტიჟული ბუქმეიკერული კომპანია SkyBet -ი იძულებული გახდა შეემცირებინა ფსონები უელსელი ფეხბურთელის მომავალთან დაკავშირებით.
გუშინდელ დღემდე SkyBet -ი უფრო მეტ ფულს იძლეოდა ბეილის "ტოტენჰემიდან" წასვლასთან დაკავშირებით (2,55 ფუნტი ერთი ფუნტის დადებისას), მაგრამ დღეს უკვე მის წასვლაზე მხოლოდ და მხოლოდ 1,57 ფუნტია ერთ ფუნტზე.
SkyBet-ის ექსპერტი ამ ფაქტს შემდეგნაირად ხსნის: "ჩვენ ვნახოთ რამოდენიმე მოულოდნელი ცვლილებები ამ საკითხთან დაკავშირებით, რამაც გავლენა იქონია ფსონებზე. უკვე ბევრი წყარო იტყობინება, რომ "მადრიდის რეალი" ბოლო შეტევაზე გადადის, ხოლო თავად ფეხბურთელიც არაა ბედნიერი "ტოტენჰემში". აქედან გამომდინარე, ჩვენმა პარტნიორებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ფსონები შეემცირებინათ, ვინაიდან ბეილის "მადრიდის რეალში" გადსვლა ფაქტიურად გადაწყვეტილია."
- 29 ივლისი 2013
- 2 614
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.