ბეილი ჯანმრთელია და „სპურსის“ დატოვება უნდა
ინგლისური Daily Mail-ი ირწმუნება, რომ გარეთ ბეილს არა ფიზიკური, არამედ ფსიქოლოგიური პრობლემის გამო უწევს უქმობა.
ლონდონური კლუბი აზიურ ტურნეში იმყოფება, სადაც ამხანაგურ მატჩებს მართავს.ნიშანდობლივია, რომ უელსელი შემტევი ჯერჯერობით საქმეში არ უნახავთ.აღნიშნულთან დაკავშირებით, ვილაშ-ბოაშმა დასძინა, რომ მოთამაშემს ტრავმა აწუხებდა, თუმცა როგორც გაირკვა, სპეციალისტის სიტყვები სიმართლეს არ შეესაბამება.
გარეთი დამწუხრებულია, რამეთუ იცის, რომ „სპურსის“ პრეზიდენტი მის გაშვებას მწვანეს არ აუნთებს.არადა, ფეხბურთელს ჩემპიონთა ლიგაზე, რონალდუსა და იოზილის მხარდამხარ ძალუძს თამაში.
ერთი სიტყვით, დიდი გაურკვევლობაა ბეილის ირგვლივ.როგორც ჩანს, უელსელის საგა ამით არ დასრულდება და არანაკლები გაგრძელება ექნება.დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.
as.com
- 29 ივლისი 2013
- 3 088
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.