ალექსი კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარს ამბობს
ცუდი სიახლე "კასტილიის" ბანაკიდან...
კლუბის კაპიტანი ალექს ფერნანდესი კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარს ამბობს, იტყობინება El Confidencial. ხელმძღვანელობამ 20 წლის ნახევარმცველს კონტრაქტის 2018 წლამდე გახანგრძლივება შესთავაზა, მაგრამ ფეხბურთელი შემოთავაზებულ წლიურ ხელფასს არ დაეთანხმა.
ალბერტო ტორილი მიიჩნევს, რომ ის ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშეა მომდევნო სეზონში. როგორც მწვრთნელი, ტორილს სურს, რომ მოთამაშემ კონტრაქტი გაახანგრძლივოს, მაგრამ ალექსი მიიჩნევს, რომ მის თამაშით აკადემიის გუნდში თამაშს არ იმსახურებს, ის თვლის, რომ უკეთეს გარემოს იმსახურებს.
ალექსის მიმდინარე კონტრაქტი 2014 წლის 30 ივნისს იწურება. ეს იმას ნიწნავს, რომ ნიჭიერი ნახევარმცველი 2014 წლის იანვარში კლუბს დატოვებს, როგორც კი პირველივე პოტენციური მყიდველი გამოჩნდება. ვინაიდან კლუბი იძულებულია ფეხბურთელს შეელეიოს, რადგან შემდეგ მისი უფასოდ გაშვება მადრიდელებს არ სურთ.
- 28 ივლისი 2013
- 2 004
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.