რაული: "ეს დაუვიწყარი იქნება"
"მადრიდელი" ლეგენდის ინტერვიუ...
რაულ გონსალეს ბლანკო 22 აგვისტოს მოლოდინშია. ამ დღეს ის "სანტიაგო ბერნაბეუს თასზე" ითამაშებს. რაული, რომელიც ძალიან უყვართ "რეალის" გულშემატკივრებს, კიდევ ერთხელ წარდგება მათ წინაშე.
"მე მსურს "მადრიდელ" გულშემატკივრებთან შეხვედრა. მე არ ვიცი როგორ გადავუხადო მადლობა იმ გუნდს, რომელმაც ყველაფერი მომცა ცხოვრებაში. მე ნამდვილად მოუთმენლად ველი ამ მატჩს."
"მოხარული ვარ, რომ ჩემი ამჟამინდელი კლუბი მიწვეულია ამ თასზე. დიდი მადლობა მადრიდის "რეალს" ასეთი მხარდაჭერისთვის."
"მადრიდის "რეალი" - ეს ჩემთვის ყველაფერია, მე მიყვარს ეს კლუბი განუსაზღვრელად. მე ვამაყობ, რომ მეცვა ამ გუნდის მაისური და ვიყავი გუნდის კაპიტანი. "რეალი" ჩემს გულში სამუდამოდ დარჩება. მე "მადრიდელებთან" ერთად ბევრ ტურნირში მივიღე მონაწილეობა. გულშემატკივრებთან შეხვედრა... ეს დაუვიწყარი იქნება."
- 28 ივლისი 2013
- 2 595
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.