დი მარიას არ სურს "რეალის" დატოვება
არგენტინელ ნახევარმცველს, ანხელ დი მარიას არ სურს "რეალის" დატოვება და განსაკუთრებით არ მოსწონს ის ფაქტი, როდესაც მას გარეთ ბეილის ტრანსფერთან უკავშირებენ.
როგორც Marca იტყობინება, დი მარია არ განიხილავს "სამეფო კლუბიდან" წასვლის ვარიანტს და მზად არის იბრძოლოს ძირითად შემადგენლობაში ადგილის მოსაპოვებლად.
აღსანიშნავია, რომ არგენტინელი მადრიდის "რეალში" 2010 წლიდან თამაშობს, როდესაც მან "ბენფიკა" დატოვა. გასულ სეზონში, ანხელმა "რეალის" ძირითადი შემადგენლობიდან 22 მატჩი დაიწყო.
- 28 ივლისი 2013
- 1 828
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.