"რეალი" "ტოტენჰემს" 100 მილიონ ევროს სთავაზობს
მადრიდის "რეალმა" მართლაც გაუკეთა "ტოტენჰემს" შეთავაზება 100 მილიონი ევროს სახით, ბეილის ტრანსფერისთვის, იტყობინება ESPN.
ლონდონურ კლუბს ამ წინადადებაზე პასუხი არ განუცხადებია, მაგრამ წყაროს ინფორმაციით, გარეთმა თავად გამოთქვა სურვილი "სანტიაგო ბერნაბეუზე" თამაშისა. "ტოტენჰემის" პრეზიდენტს, დანიელ ლევის ძალიან მძიმე გადაწყვეტილების მიღება მოუწევს. მიუხედავად უმაღლესი კონკურენციისა "რეალში", 24 წლის უელსელს ძალიან სურს "ჩემპიონთა ლიგაზე" მუდმივად თამაში და პრესტიჟული ტიტულების მოგება, რასაც "ტოტენჰემთან" ერთად ვერ ახერხებს.
ასევე ცნობილია, რომ დანიელ ლევისა და გარეთ ბეილის შორის ურთიერთობა თანდათან უარყოფით სახეს იღებს, ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები არ დაწყებულა და პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, არც დაიწყება. ამასთან ერთად, სხვადასხვა ინფორმაციების და AS-ის თანახმად, რომელიც ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, ბეილის ტრანსფერისთვის "სამეფო კლუბი" მზად არის "ტოტენჰემს" 60 მილიონი ევრო, ანხელ დი მარია და ფაბიო კოენტრაუ შესთავაზოს.
- 28 ივლისი 2013
- 2 528
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.