ვალდანოს კომენტარი
მადრიდის "რეალის" გენერალურმა დირექტორმა ხორხე ვალდანომ თავისი აზრი გამოხატა დღევანდელ მატჩთან დაკავშირებით.
"მადლობა მინდა ვუთხრა გულშემატკივარს მხარდაჭერისთვის. დღეს სტადიონზე 80 000 ადამიანი მოვიდა".
"თავის მართლებას არ დავიწყებთ. გუნდმა ვერც პირველ თამაშში მოახდინა კარგი შთაბეჭდილება. ასე, რომ კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო".
"ამ თამაშში გამოჩნდა გუნდის ბევრი დადებითი და უარყოფითი მხარე. გუნდმა კარგად ითამაშა, უტევდა კიდეც, მაგრამ ბოლო მომენტში სცოდავდნენ. რაღაც გვაკლია მოედანზე. ეს რიგითი მატჩი იყო და კიდევ შეიძლება შეცდომების გამოსწორება".
"ჩვენ გვჯერა პელეგრინის და სხვაგვარად არც შეიძლება იყოს. ვიცით, რომ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა, რათა შედეგებს მივაღწიოთ".
"ცუდია, რომ კრისტიანოს ტრავმა აქვს. შეიცვალა სიტუაცია პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციასა და ჩვენს შორის. ყველამ ნახა, რომ რონალდო ტრავმირებულია. იმედი მაქვს მალე გამოჯანმრთელდება და გუნდს დაუბრუნდება".
"გუტიმ დღეს ვერ ითამაშა. მწვრთნელი აცხადებს, რომ როცა გუტი მზად იქნება, ის ითამაშებს. ჩვენ ის გვჭირდება".
ინფორმაციის წყარო: Realmadrid.com
- 11 ნოემბერი 2009
- 2 863
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.