„რაულობა“ გელზენკირხენში
გუშინ ღამით, „ველტინს არენაზე“ კიდევ ერთხელ გაცოცხლდა „შალკეს“ 7 ნომრიანი მაისური.
საფეხბურთო არენაზე შეკრებილ 80 ათასს ქომაგს, ერთადერთი მიზანი ამოძრავებდათ - პატივის მიგება ლეგენდისათვის, რომელიც ამხანაგური მატჩის ჩასატარებლად დაბრუნდა „მეორე სახლში.“
„სერ რაულმა“ პირველი ტაიმი „ალ სადის“ რიგებში ჩაატარა, ხოლო მერეო ნახევარში „ლურჯი“ მაისური მოირგო.საერთო ჯამში, ტაბლოზე 9-0 დაფიქსირდა მასპინძლების სასარგებლოდ და ამაში 2 ბურთიანი წვლილი „ელ კაპიტანომაც“ შეიტანა, რომლის ყოველი შეხება ბურთთან, დიდ ოვაციებს იწვევდა ტრიბუნებზე.
მატჩის მიწურულს, სიმბოლურად, გონსალესი შეცვალეს, რასაც მთელი სტადიონის ფეხზე წამოდგომა და ტაში მოჰყვა.ნამდვილად ემოციური გახლდათ ეს ყველაფერი.
გერმანელმა ქომაგებმა, კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ რაულ გონსალეს ბლანკო, მათთვის ყველაფერია.ჯერი მადრიდელებზეა.მოგეხსენებათ, 22 აგვისტოს, რაული და თავისი „ალ სადი“ „ბერნაბეუზე“ ჩამოდიან. ჰალა რაულ !!!
- 28 ივლისი 2013
- 2 794
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.