"რეალი" კონდოგბიაში 15 მილიონ ევროს ჩამოდის
"სევილიას" ნახევარმცველი ჟოფრე კონდოგბია, მადრიდელების ინტერესთა სფეროში მოექცა.
მადრიდული კლუბი აპირბეს უახლოეს მომავალში დაასრულოს 20 წლის ფრანგის ტრანსფერი და მზად არის მის სანაცვლოდ 15 მილიონი ევრო გადაიხადოს, იტყობინება Marca.
წყაროს ინფორმაციით, არ გამორიცხავენ, რომ ნახევარმცველი შეიძლება დაუყოვნებლივ დაბრუნდეს "სევილიაში" არენდის წესით ან დროებით სხვა რომელიმე კლუბში გადავიდეს.
შეგახსენებთ, რომ კონდოგბიაზე ნახევარ უფლებებს კომპანია Doyen Group ფლობს.
მანამდე კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ "რეალი" მზად არის ფეხბურთელში 12 მილიონი ევრო გადაიხადოს.
- 28 ივლისი 2013
- 1 714
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.