ხუანფრანი: "ტორილს შეუძლია მადრიდისთვის გვარდიოლა გახდეს"
"კასტილიის" ყოფილი ფეხბურთელის ინტერვიუ...
ხუანფრანმა მისი პირველი 45 წუთი გაატარა "ბეტისის" მაისურში, "ჰადერსფილდის" წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩში. ამ დრიოს განმავლობაში, მარჯვენა ნახევარმცველმა პარტნიორს 2 საგოლე პასი გაუკეთა.
თამაშის დასრულების შემდეგ, ხუანფრანმა ინტერვიუ მისცა AS-ს. გთავაზობთ მადრიდის "რეალის" ყოფილი ფეხბურთელის ინტერვიუდან ამონარიდებს.
თქვენ თამაშობდით მადრიდში. რას იტყვით მწვრთნელების შესახებ?
ჩემი დებიუტი პირველ გუნდში პელეგრინის დროს მოხდა, შემდეგ კი მოვიდა სხვა მწვრთნელი (იცინის), რომელიც გუნდშ არ მინახავს. ნებისმიერ შემთხვევაში, მე ბედნიერი ვიყავი ალბერტო ტორილთან ერთად მუშაობით და მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ერთ დღეს შეიძლება პირველ გუნდში აღმოჩნდეს. მას შეუძლია, მადრიდისთვის ისეთი გახდეს, როგორიც გვარდიოლა "ბარსელონასთვის" იყო.
მოურინიო წავიდა, პირველ გუნდში მრავალი ახალგაზრდა ფეხბურთელი მოხვდა. არ გგონია, რომ მადრიდიდან წასვლა დააჩქარე?
არა, მე სწორ გზაზე დავდექი. ძალიან გახარებული ვარ, რომ პირველ გუნდში ჩემ მეგობრებს ვხედავ. დარწმუნებული ვარ, რომ მათთვის ყველაფერი კარგად არის. ვფიქრობ, რომ "რეალს" ძალიან წარმატებული სეზონი ექნება, მიუხედავად იმისა, რომ პირველ ტურში "თეთრები" დამარცხდებიან (იცინის).
შეგახსენებთ, რომ მადრიდის "რეალი" ლა ლიგის პირველ ტურში "სანტიაგო ბერნაბეუზე" "ბეტისის" წინააღმდეგ ითამაშებს.
- 28 ივლისი 2013
- 1 387
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.