ცნობილი გახდა კოენტრაუს წასვლის შემთხვევაში მისი შემცვლელები
ინფორმაცია ესპანური მედიიდან...
რადიოსადგურ Cadena-ს ჟურნალისტმა, სერ იაგო დე ვეგამ ისაუბრა მადრიდის "რეალის" გეგმებზე. ვეგა მიიჩნევს, რომ "რეალი" მზად არის შეიძინოს მარცხენა მცველი, გუნდიდან კოენტრაუს წასვლის შემთხვევაში.
"კოენტრაუზე მან განაცხადა: ჩვენ უნდა ველოდეთ, რომ ის წავა ან დარჩება. თუ ფაბიო წავა, მადრიდის "რეალს" ჰყავს დენის ჩერიშევი, რომელსაც მარცხენა ფლანგზე შეუძლია თამაში. გარდა ამისა, კლუბი განიხილავს "გრანადას" მარცხენა მცველის, გილერმე სიკუერას შეძენის ვარიანტს. "სამეფო კლუბი" სწორედ მის შეძენას გეგმავს", - განაცხადა იაგო დე ვეგამ.
გილერმე სიკუერა - "გრანადას" 27 წლის მარცხენა მცველი, რომელიც კლუბში 2012 წლიდან გამოდის. ის არის გუნდის კაპიტანი ანდალუსიიდან, ასევე სიკუერა კლუბში პენალტების დამრტყმელად მოიაზრება. 2 სეზონის განმავლობაში მან 12 გოლი გაიტანა.
- 27 ივლისი 2013
- 1 813
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.