წაგებულები და მოგებულები (Updated)

სატრანსფერო ფანჯარა დასასრულს უახლოვდება. შევაჯამოთ ამ დროისთვის კლუბების მიერ შესრულებული სამუშაოები მომდევნო სეზონისთვის და გამოვავლინოთ ის კლუბები (პირობითაც გამარჯვებულებბი), რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს და დღესაც შეუძლიათ სეზონის დაწყება და ის კლუბები, რომლებსაც ჯერ კიდევ ბევრი მუშაობა მოუწევთ (პირობითად წაგებულები). დამატებულია მეორე ნაწილიც.

მოგებულები

წაგებულები და მოგებულები (Updated)


წაგებულები და მოგებულები (Updated)
ნაპოლი


2001 წელს "იუვენტუსმა" ზინედინ ზიდანის "მადრიდის რეალში" გაყიდვის შედეგად მიღებული თანხები ინვესტირება ახალ პროექტში განახორციელა და კლუბში მოვიდნენ ჯანლუიჯი ბუფონი, ლილიან ტურამი და პაველ ნედვედი. როგორც ჩანს, "ნაპოლიც" ანალოგიურ რამეს აკეთებს ედისონ კავანის "პსჟ"-ში 64 მლნ. ევროდ გაყიდვის შემდეგ.

მაშინ როცა ბევრი მსჯელობს და იხილავს იმას, თუ რამდენად გამართლებული იყო თანხის ამ სამ ფეხბურთელში გადახდა, ერთი ფაქტია, რომ მიმდინარე სეზონში კლუბის შემადგენლობა იმაზე ძლიერი იქნება, ვიდრე წინა სეზონში. გონსალო იგუაინის (ტრასფერი ჯერ ოფიციალურად არ დადასტურებულა, მაგრამ უკვე შედგა), ხოსე კალეხონის, რაულ ალბიოლის, პეპე რეინას, რაფაელის და ახალგაზრდა ხორვატიელის რადოსევიჩის შეძენის შემდეგ კლუბი საგრძნობლად გაძლიერდა. "ნაპოლი" ამაზე გაჩერებას როგორც ჩანს, არ აპირებს, ვინაიდან რამოდენიმე დღის წინ აურელიო დე ლაურენტისმა გულშემატკივრებთან საუბრისას აღნიშნა, რომ კლუბი სატრანსფერო ფანჯრისას 124,5 მლნ. ევროს დახარჯვას აპირებს. "პორტოს" გოლების მანქანა ჟაკსონ მარტინესი შეიძლება გახდეს შემდეგი შენაძენი.

წაგებულები და მოგებულები (Updated)
ფიორენტინა


"ფიორენტინა" უფრო და უფრო ხდება ბევრისთვის მეორე ფავორიტი კლუბი - დავიდ პიზაროს, ბორხა ვალეროს და ხუან გუარდადოს შეძენით ფიორები უფრო და უფრო ძლიერდებიან. ბევრი შეიძლება მიიჩნევს, რომ იოვეტიჩის წასვლის შემდეგ კლუბი შესუსტდება, მაგრამ ეს ასე არ არის, ვინაიდან 2010 წელს მიღებული ტრავმის შემდეგ ჩერნოგოლიელს წინსვლა არ დატყობია, ასე რომ მისი წასვლა კლუბსაც დიდად არ უნდა დაეტყოს.

გარდა ამისა, "ფიორენტინამ" "ბაიერნიდან" შეიძინა ერთ-ერთი ძლიერი თავდამსხმელი მარიო გომესი და ეს "იოვეტიჩის" სანაცვლოდ მიღებული თანხის ნახევრად. ამას დამატებული ჯუზეპე როსი და ადემ ლიალიჩი და "ფიორენტინა" მართლაც რომ ანგარიშგასაწევი კლუბი იქნება. "პალერმოს" ახალგაზრდა და სერია ა-ს ყველაზე იმედისმომცემ და კრეატიული ფეხბურთელის ჟოსიპ ილიჩიჩის მხოლოდ და მხოლოდ 9 მლნ. ევროდ შეძენა ამ კლუბს კიდევ უფრო მეტ ძალას მატებს. აშკარაა, რომ ისინი მომდევნო სეზონში სკუდეტოსთვის იბრძოლებენ და თუ კარგადაც მოინდომებენ, შეიძლება ევროპის ლიგაზეც გამოიჩინონ თავი.

წაგებულები და მოგებულები (Updated)
მადრიდის რეალი


შეიძლება "ბარსელონამ" მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას ყველაზე ცხელი ტრანსფერი განახორციელა ნეიმარის შეძენით, მაგრამ "მადრიდის რეალს" ყველაზე მეტად სხარტი და მომავალზე გათვლილი შედეგებით გამოირჩა. "ნაპოლიში" იგუაინის, კალეხონისა და ალბიოლის გაშვების შემდეგ თითქმის 60 მლნ ევროს მიღება მართლაც რომ იდეალურია. ეს თანხა კი შეიძლება უკვე მსოფლიოში საუკეთესო ერთი ფეხბურთელის შეძენისთვის მაინც იქნას გამოყენებული, რომლებიც შეიძლება იყვნენ "ტოტენჰემელი" გარეთ ბეილი ან "ლივერპულელი" ლუის სუარესი.

"ბლანკოსებმა" უკვე შეიძინეს "მალაგას" ვუნდერკინდი ისკო, რომლის პოტენციალიც მართლაც რომ უფრო მეტად განვითარდება მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებში თამაშისას და ევროპის 21 წლამდელთა ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული ნახევარმცველი "რეალ სოსეიდადის" ასიერ ილარამენდი. "მადრიდის რეალის" უკანა მარჯვენა მცველის პრობლემაც ამიერიდან აღმოიფხვრება , ვინაიდან კლუბში ბუნდესლიგის საუკეთესო მარჯვენა მცველი დანიელ კარვახალი დაბრუნდა. დღეიდან 2 სექტემბრამდე ჯერ კიდევ დიდი დროა და შესაბამისად "მადრიდის რეალს" დიდი დროც რჩება.

წაგებულები და მოგებულები (Updated)
დორტმუნდი


"ბორუსია დორტმუნდს" წინა წელს ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფამდე სულ მცირედი დააკლდა. ბვბ-მ წინა სეზონში მართლაც რომ იდეალური შედეგი აჩვენა, მოუგო რა და გათამაშებას გამოთიშა ევროპის ტოპ-კლუბები. წინა სეზონი ბოლომდე დასრულებული არც კი იყო, როცა "დორტმუნდმა" მარიო გიოტცე დაკარგა, რომელიც მათ მოსისხლე მტრის ბანაკში "ბაიერნში" გადავიდა 37 მლნ. ევროს სანაცვლოდ.

გიოტცე შემტევი ნახევარმცველით "შახტარელი" ჰენრიკ მხითარიანით იქნა შეცვლილი. ფეხბურთელით, რომელმაც წინა სეზონში კლუბის და ეროვნული ნაკრების რიგებში 32 გოლის გატანა მოახერხა. "დორტმუნდი" ასევე საგრძნობლად გაძლიერდა, როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში შეიძინა რა "ბრემენიდან" სოკრატის პაპადოპოლუსი და ლიგა 1-ის ბომბარდირებს შორის მეორე ადგილზე გასული ემერიხ აუბამეიანგი "სანტ ეტიენიდან". გერმანელებს საკმარისი ფული აქვთ იმისთვის, რომ გააგრძელონ აქტიურობები სატრანსფერო ბაზარზე.

წაგებულები და მოგებულები (Updated)
ლიგა 1


"მონაკო" შეუერთდა "პსჟ"-ს როგორც ევროპის ყველაზე მხარჯველი კლუბი დახარჯა რა ამ პერიოდამდე 144 მლნ. ევრო ახალი ფეხბურთელების შეძენაში - ყველაზე დიდი თანა აქედან დაიხარჯა "პორტოდან" ჯეიმს როდრიგესის და ჟოაო მოუტინიოს შესაძენად, ასევე "ატლეტიკოს მადრიდის" თავდამსხმელის ფალკაოს შესაძენად. "პსჟ"-მ თავის მხრივ დახარჯა 110,9 მლნ. ევრო შეიძინეს რა ედისონ კავანი "ნაპოლიდან" 64 მლნ. ევროს სანაცვლოდ. ლიგა 1 მომდევნო სეზონიდან მართლაც რომ საკმაოდ ძლიერი იქნება.

პარიზელებმა ასევე დიდი შევსება მიიღეს ახალგაზრდა და ბრწყინვალე მცველის მარკინიოსის "რომადან" შეძენით , ხოლო "ლილმა" კი უკანა მარცხენა მცველი ლუკას დიგნე შეიძინა.

წაგებულები

წაგებულები და მოგებულები (Updated)


წაგებულები და მოგებულები (Updated)
პრემიერ ლიგა


მოსალოდნელი იყო, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას პრემიერ ლიგა იქნებოდა სატრანსფერო ფანჯრის გამარჯვებული, როგორც ახალი ასტრონომიული სატელევიზიო შეთანხმების შედეგი, რომელიც საერთო ჯამში 5,5 მლრდ. ფუნტის ფარგლებში შემოსავალს მოიტანს (მიახლოებით 6,4 მლრდ. ევრო) სატელევზიო უფლებების გაყიდვით მომდევნო სამი სეზონის მანძილზე. პრემიერ ლიგის გამარჯვეული მიიღებს მიახლოებით 100 მლნ. ფუნტს (116 მლნ. ევრო) 2013-14 წლების სეზონში და ეს მხოლოდ ტელემაუწყებლობით. ისეთი პირი უჩანდა, რომ ინგლისი იქნებოდა ბევრი ტოპ კლასის ფეხბურთელის დანიშნულების ადგილი.

მიუხედავად ამისა, ექსპერტების მოლოდინები არ გამართლდა, ყველაზე ხმაურიანი ტრანსფერივით იყო რიკი ვან ვოლფსვინკელის, ლეროი ფერის და ვილფრიდ ბონის ტრანსფერები "ნორვიჩსა" და "სუონსში". ეს ორი მცირე გაბარიტების კლუბებია, ხოლო დიდმა კლუბებმა კი მოლოდინი არ შეასრულეს. მარიო გიოტცე, ტიაგო ალკანტარა, ედისონ კავანი, რადამელ ფალკაო, რობერტ ლევანდოვსკი და გონსალო იგუაინი - ეს ის სამიზნეები იყვნენ, რომელთა სახელებიც აქტიურად უკავშირდებოდა პრემიერ ლიგას, მაგრამ ყველანი სხვა დანიშნულებით წავიდნენ და მათში პრემიერ ლიგის ტოპ ოთხეულის არცერთ წევრს ერთი პენიც კი არ გაუღია. "მანჩესტერ იუნაიტედს" საქმეს ბოლომდე ვერ მიყავს, მაშინ როცა პრემიერ ლიგის ორი ვარკსვლავის ბედი - გარეთ ბეილისა და ლუის სუარესის - ჯერ კიდევ გაურკვეველია და უცნობია, დარჩებიან თუ არა ისინი პრემიერ ლიგაში.

წაგებულები და მოგებულები (Updated)
მანჩესტერ სიტი


"მანჩესტერ სიტი" მუდამ იქცვდა ყურადღებას თავისი შენაძენებითა და მუდამ ტოპ კლასის ფეხბურთელებისთვის იბრძოდა. მას შემდეგ კი, რაც კლუბმა მანჩინი დაითხოვა, ახალ მთავარ მწვრთნელს მანუელ პელეგრინს მაშინვე შეუმცირეს თანხები ტრასნფერებისთვის.

ალვარო ნეგრედოსა და იოვეტიჩის შეძენამ გადაფარა "სიტის" ჩაფლავება უმთავრესი სამიზნეების შეძენისას. ეს ფორვარდები იმისთვის მოვიდნენ, რომ ამოევსოთ ბალოტელისა და ტევესის წასვლის შედეგად გაჩენილი სივრცეები თავდასხმის ხაზში. მათ სანაცვლოდ კლუბმა 28 მლნ. ევრო მიიღო. ბრაზილიელი ფერნანდინიოს შეძენა 40 მლნ. ევროდ მართლაც რომ გადამეტებული იყო, ერთადერთი ნათელი და სარფიანი გარიგებად შეიძლება მივიჩნიოთ "სევილიელი" ხესუს ნავასის შეძენა 20 მლნ. ევროდ.

წაგებულები და მოგებულები (Updated)
მალაგა


"მალაგა" წინა სეზონში მართლაც რომ კარგად გამოიყურებოდა და ნახევარფინალში გასასვლელადაც მართლაც რომ მცირედი დააკლდა. კლუბმა დაკარგა მანუელ პელეგრინი, დაკარგა ისკო, ხოაკინი, მარტინეს დემიკელესი, ჟულიო ბაპტისტა, ჯერემი ტულალანი, ხავიერ სავიოლა და სხვა ფეხბურთელებიც. "მალაგას" მართლაც რომ გაუჭირდება მომდევნო სეზონში.

  • shvela
  • 26 ივლისი 2013
  • 3 557
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)